საქართველომ და სომხეთმა საზღვრის დელიმიტაციის საკითხი ისევ დააყენეს

© Photo: courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgiaსაქართველოს სახელმწიფო საზღვარი
საქართველოს სახელმწიფო საზღვარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს ბევრი საერთო ინტერესი გააჩნია და საზღვრის დელიმიტაციის საკითხი ორი ქვეყნის ურთიერთობებზე არ აისახება.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თავის სომეხ კოლეგასთან ედვარდ ნალბანდიანთან ერთად დელიმიტაციის პროცესის —სახელმწიფო საზღვრის დადგენის პროცესის- დასრულების აუცილებლობა განიხილა.

„ჩვენ შევეხეთ  სახელმწიფო  საზღვრის დელიმიტაციის საკითხს, რომელიც პრიორიტეტულია. ჩვენ ხაზი გაუსვით, რომ ეს საკითხი უნდა დასრულდეს“,-განაცხადა ჯანელიძემ ერთობლივ ბრიფინგზე თბილისში.

ამჟამად მხოლოდ საქართველო-თურქეთის საზღვრის დელიმიტაცია არის განხორციელებული, მოუთხრა Sputnik-ს რეგიონალური უსაფრთხოების კავკასიის ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრე რუსეცკიმ.

ედვარდ ნალბანდიანი და მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მთიან ყარაბაღზე იმსჯელეს

„რაც შეეხება სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებს, ისინი ბოლომდე არ არის დელიმიტირებული. შესაბამისად, არსებობს საკითხები, კონფლიქტური თემები საზღვრების კონკრეტულ მონაკვეთებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე ეს საკითხი ღიად რჩება და მოითხოვს განხილვას“,- განაცხადა რუსეცკიმ.

სომხეთის შემთხვევაში, მთელი საზღვრის ხაზი უნდა დადგინდეს, აღნიშნა ექსპერტმა.

„საუბარია იმაზე, რომ საქართველო-სომხეთის მთელი საზღვრის დელიმიტაცია უნდა მოხდეს და შემდეგ, დელიმიტაციის მიხედვით, უნდა ჩატარდეს საზღვრის დემარკაცია“,-განაცხადა რუსეცკიმ.

სერჟ სარგისიანი - Sputnik საქართველო
სომხეთის პრეზიდენტი: ქვეყანაში არსებული პრობლემები იარაღის ძალით ვერ გადაწყდება

საქართველო-სომხეთის საზღვრის დადგენის სადავო საკითხები სხვადასხვა მიზეზის გამო არსებობს, მათ შორის ყარაბაღის საკითხზე სომხეთ-აზერბაჯანის კონფლიქტის გამო, აღნიშნა მან. 

„საქართველოს ტერიტორია აზერბაიჯანის მხარის მიერ უკანონოდ დაინაღმა. ანუ მათ საქართველოს ტერიტორია იმ მიზნით დანაღმეს, რომ  საქართველოს მხრიდან მათ ტერიტორიაზე მოწინააღმდეგე ვერ მოხვდეს. უკანონო დანაღმვა მიმდინარეობდა საქართველოს მხარესთან შეთანხმების გარეშე“, — განმარტა რუსეცკიმ.

საქართველო-სომხეთის საზღვრის დელიმიტაციის საკითხი უკვე 25 წელია არსებობს.

„მე ვერ ვხედავ ამ საკითხების გადაწყვეტის რეალურ პერსპექტივებს, თუმცა დღევანდელ სიტუაციაში ყველაფერი შესაძლებელია, მათ შორის ამ საკითხის სწრაფი გადაწყვეტა“,- აღნიშნა ექსპერტმა.

რუსეცკიმ ხაზი გაუსვა, რომ ეს პროცესი ორი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე გავლენას არ მოახდენს.

„საქართველოსა და სომხეთს ბევრი საერთო ინტერესი, სტრატეგია და საფრთხე გააჩნიათ, იგივე ეხება საქართველოს აზერბაიჯანთან და თურქეთთან მიმართებაში“,-დასასრულს აღნიშნა ექსპერტმა.

გიორგი კვირიკაშვილი და ედვარდ ნალბანდიანი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა და სომხეთის პირველმა დიპლომატმა თბილისში შეხვედრა გამართეს

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.

დიპლომატიური ურთიერთობების 24 წლის მანძილზე საქართველომ და სომხეთმა  საერთაშორისო ხასიათის 88 დოკუმენტი გააფორმეს ვაჭრობის, მწარმოებლების საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში

ყველა ახალი ამბავი
0