თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ედვარდ ნალბანდიანთან თბილისში გამართულ შეხვედრაზე ერევანში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილეს.
არეულობა ერევანში 17 ივლისს დაიწყო, როდესაც შეიარაღებულმა დაჯგუფებამ პოლიციის საპატრულო-საგუშაგო სამსახურის პოლკის შენობა დაიკავეს. დაჯგუფება, რომელსაც მძევლებიც ჰყავდა აყვანილი, შენობაში 31 ივლისამდე იყვნენ გამაგრებული.
„ჩვენ შეშფოთებული და დამწუხრებული ვართ ერევანში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით და მივესალმებით მშვიდობიანი გზით ვითარების დარეგულირებას“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეხვედრისას საუბარი ორმხრივი კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხს შეეხო. მხარეებმა ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს. საუბარი შეეხო ასევე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას, პოლიტიკოსები მიესალმებიან მაღალი ძაბვის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას.
500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც საქართველოსა და სომხეთს დააკავშირებს ერთმანეთს, ორი ქვეყნის ენერგოუწყებების წარმომადგენლებმა 2014 წლის აპრილში მოაწერეს ხელი, იუწყება „საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა“ (GSE). ახალი ელექტროგადამცემი ხაზი არსებულ 400 კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზს ჩაანაცვლებს.
შეთანხმების თანახმად, სომხურმა მხარემ უნდა უზრუნველყოს ძვირადღირებული თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მოწყობილობის ინსტალაცია — ორი 350-მეგავატი სიმძლავრის მუდმივი დენი — პირველი ნაწილი უნდა დამონტაჟდეს 2018 წელს, მეორე ნაწილი კი 2022 წელს, რაც ელექტროუსაფრთხოების ხარისხს გაზრდის. ქართული მხარეს მხოლოდ ელექტროგადამცემი ხაზის 40-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დარჩა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით 1 აგვისტოს ჩამოვიდა. დღის განმავლობაში დაგეგმილია ნალბანდიანისა და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა. სომეხი დიპლომატი საქართველოს დღის ბოლოს დატოვებს.