თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თავის სომეხ კოლეგასთან ედვარდ ნალბანდიანთან ერთად მთიან ყარაბაღში შექმნილი სიტუაცია განიხილა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით 1 აგვისტოს ჩამოვიდა. მან უკვე ჩაატარა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, ასევე დაგეგმილია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრა.
„მე ვისაუბრე მთიან ყარაბაღში შექმნილი სიტუაციის შესახებ, მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო მოქმედებების შედეგების აღმოფხვრის მცდელობების შესახებ, ვენაში და სანქტ-პეტერბურგში ჩატარებულ სამიტებზე მიღწეული შეთანხმებების იმპლემენტაციის პროცესებზე, რომლებიც მშვიდობიანი დარეგულირებისკენ მიგვიყვანენ. ჩემს კოლეგასთან იმაზე შევთანხმდით, რომ პრობლემა მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს“,-განაცხადა ნალბანდიანბა თბილისში პრესკონფერენციაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მხრეებმა ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
2 აპრილს სომხეთმა და აზერბაიჯანმა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გამწვავების შესახებ განაცხადეს: კერძოდ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სროლების შესახებ განაცხადა, ამავე დროს სომხეთის სამხედრო უწყება აზერბაიჯანის მხრიდან „შეტევითი ხასიათის მოქმედებების“ შესახებ იუწყებოდა. სამშაბათს შუადღეს მხარეებმა განაცხადეს, რომ კონფლიქტის ზონაში სამხედრო ოპერაციები დროებით შეჩერებულია, თუმცა ისინი ერთმანეთს პერიოდულად სროლების გაგრძელებაში ადანაშაულებენ.
კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ–დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1991 წლის სექტემბერში სტეფანაკერტში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა. საბოლოოდ აზერბაიჯანმა დაკარგა ყარაბაღზე კონტროლი.
1992 წლიდან ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოითხოვს, ხოლო სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, ვინაიდან ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.