სად დავისვენოთ იაფად, ანუ კამბოჯა ორ დოლარად, ყაზბეგი 200 -დოლარად

© photo: Sputnik / Fred Greenberg  / გადასვლა მედიაბანკშისანატორიუმი ლიკანი ბორჯომში
სანატორიუმი ლიკანი ბორჯომში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვინც ჯერ არ წასულა დასასვენებლად, მათთვის კითხვა: სად დავისვენო?- აქტუალურია. იშვიათი გამონაკლისის გარდა ჩვენთვის სასურველ დასასვენებელ ადგილს მხოლოდ სასურველი ფასის მიხედვით ვარჩევთ ხოლმე.

ზოგადი სურათი ასეთია: უცხოეთში (კულტურული) დასვენება სასტუმროებისა და კვების ფასებიდან გამომდინარე, ხშირად ლამის საქართველოზე იაფი ჯდება. ერთი მხრივ, ეს ამბავი უნდა გვიხაროდეს, რადგან ქვეყანაში უცხოური ვალუტა შემოდის, მაგრამ იმ გადამთიელი ტურისტებისგან განსხვავებით, ჩვენთვის რომ უფრო მიუწვდომელია ესა თუ ის ქართული კურორტი,- საწყენი (მეტი რომ არაფერი ვთქვა), ესაა!… უვიზო რეჟიმს ქართველები ვერ იქნა და ვერ ვეღირსეთ (რეალობიდან გამომდინარე, მას ალბათ კიდევ დიდხანს ვერც ვეღირსებით), ამიტომ უცხოეთში წამსვლელებს ყველანაირი მექანიზმის ჩართვა გვიწევს საიმისოდ, რომ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს ჩვენი ტურისტული სტატუსი დავუმტკიცოთ.

იმის მიუხედავად მთაში გვიყვარს დასვენება თუ ზღვაზე, მნიშვნელობა იმას აქვს, თუ რა პირობებს ვარჩევთ, უფრო ზუსტად კი ფინანსურად რას გავწვდებით. იმ ფაქტს უნდა შევურიგდეთ, რომ თუკი კომფორტული დასვენება გვინდა,- ზოგჯერ ეროვნულ ვალუტაზე უარი უნდა ვთქვათ და დოლარები მოვიმარჯვოთ. 

კონკრეტულ ფაქტებზე გადავალ.

ბათუმი - Sputnik საქართველო
Sputnik-ის მკითხველი ზღვაზე დასვენებას ანიჭებს უპირატესობას

მაგალითად, თუკი გერგეთზე ასვლის მერე, ყაზბეგში არსებულ სასტუმროში,,Rooms hotel''- მოვისურვეთ ღამით დარჩენა, უნდა ვიცოდეთ, რომ აქ როგორც ოპერატორმა მამცნო ტელეფონით: პარასკევ- შაბათ დღეებში ნომრები ყველაზე ძვირია. წინა ხედით ნომრის ფასი: 201 დოლარია,  უკანა ხედით- 171 დოლარი! თანაც, გაითვალისწინეთ, რომ ამ თანხაში მხოლოდ საუზმე შედის. კვირას სასტუმროს ნომრის ფასი ოდნავ დაბალია. 

— ისე, რითია საქართველოს მთები შვეიცარიის ალპებზე ნაკლები? მაგრამ საქართველოს მოქალაქეების ხელფასი შვეიცარიის მოქალაქეების ხელფასზე (რბილად რომ ვთქვათ), მოკრძალებული რომ არის, ესეც ფაქტია. მოკლედ თუკი 5 ღამით მოვისურვეთ ყაზბეგის,,Rooms hotel''-იდან წინა ხედით ტკბობა, ეს ჯამში 1005 დოლარს შედგენს, შედარებისთვის გეტყვით, რომ 10 დღიანი სრული ევროტური — 480 ევრო ჯდება…

ბათუმი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: „თურქეთში დასვენებას მიჩვეული ტურისტი საქართველოში ნაკლებად ჩამოვა“
  

ბაკურიანში კერძო სასტუმროს ფასი 60 ლარიდან იწყება. თუმცა, ცენტრიდან მოშორებით კერძო ბინის დაქირავება ამაზე ბევრად იაფადაც შეიძლება.  

რაც შეეხება ზღვისპირა კურორტებს, გაითვალისწინეთ, რომ საქართველოს ზღვისპირეთში სასტუმროსა და კვების ფასები აგვისტოს 10-დან 20-ის ჩათვლით უფრო ძვირია, ვიდრე აგვისტოს დასაწყისსა და ბოლოს.

ჩვენში ერთ-ერთ პრესტიჟულ საზღვაო კურორტ კვარიათში სასტუმროების ფასი ძირითადად მხოლოდ დოლარებში ან შესაბამის ექვივალენტშია შესაძლებელი. აქ ნომრის ფასი ერთ კაცზე-70 დოლარიდან იწყება. გაითვალისწინეთ, ამ კურორტზე კვებაც ასევე ძვირია. თუმცა კურორტის მოშორებით არსებულ კოტეჯებში, რომელსაც 60 ლარად აქირავებენ, მოკრძალებულად დასვენებას მაინც შეძლებთ.

ბათუმშიც ჩასული დამსვენებელი, მგონი, უკვე მიეჩვია იმ ფაქტს, რომ ადგილობრივი სასტუმროების უმრავლესობაშიც ლარს საერთოდ არ ცნობენ. საცხოვრებელი სახლების უმრავლესობა აქ დიდი ხანია, კერძო სასტუმროებად იქცა და მათი ფასებიც შესაბამისად დოლარებზეა გათვლილი. კვებას რაც შეეხება, თუკი კაფე-ბარების იმედად დარჩებით, ჩათვალეთ, რომ სანატრელი (იმ ნამდვილი) აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნებას მთელი თვის მანძილზე ალბათ მხოლოდ ორჯერ ან სამჯერ თუ მოახერხებთ. კერძო არაოფიციალური ტურისტული სტატისტიკური მაჩვენებლით ბათუმში ერთი ბოთლი უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელის ფასი 10 ლარიც დაფიქსირებულა.

Девушка рассматривает на компьютере лонгрид Батуми - эпицентр грузинского лета - Sputnik საქართველო
Sputnik-მა ზაფხულის სეზონისთვის ბათუმის შესახებ გზამკვლევი ჩაუშვა

სამაგიეროდ ბავშვებთან ერთად ურეკში, კერძო სასტუმროში დასვენებას ასე თუ ისე, ყველა მოახერხებს, რადგან აქ, საცხოვრებლად ნორმალურ ოთახში 1 კაცის ფასი-15 ლარიდან იწყება. მერე რა, რომ ამავე ორსართულიან სახლში სულ მცირე, ერთი რაიონის მოსახლეობაა უკაცრავად და, ჩაპრესილი, შხაპის მისაღებად ალიონზე უნდა დადგე რიგში და პლიაჟზე წამოწოლილს, შესაძლოა, ვიღაცის ძროხა ახლობელი ადამიანივით გვერდით მოგიწვეთ… სამაგიეროდ ადგილობრივი ქვიშა უხდება ძვლებს!…

სიტყვამ მოიტანა და, მთელ მსოფლიოში ყველაზე იაფ დასასვენებელ ადგილებში თურმე კამბოჯა და ვიეტნამი  შედის. კამბოჯაში ღამის თევა… ორ დოლარადაა შესაძლებელი და ადგილობრივი ისტორიული ადგილის, „ანგკოპ-ვატის“ დათვალიერება გიდის თანხლებით სულ რაღაც 4 დოლარი ჯდება.

ამბობენ, ვიეტნამში დასვენებას იქ ჩასული ტურისტი დაახლოებით 8 დოლარად მოახერხებსო და ამ თანხაში შევა: სასტუმროს ოთახი, კვება, ცოტა სასმელი და ტრანსპორტირება…

 ისევ საქართველოს დავუბრუნდეთ. 

ქობულეთში, კერძო სასტუმროზე ძვირი კაფე-ბარებში ვიზიტებია. აქ, ისევ როგორც ბათუმში, წინა წლებთან შედარებით სიმშვიდეა, რადგან 12 საათის მერე რესტორნებსა და ბარებში ხმაური კანონით აიკრძალა. მშვიდი და ჯანსაღი დასვენების მოყვარულებს ე.წ. ფიჭვებში კერძო ბინაში დასვენება აგვისტოს 10-დან 15 ლარიდან დაუჯდებათ.

ცნობილია, რომ ბორჯომის ტყე-პარკებს ძირითადად დასუსტებული იმუნიტეტისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტით დაავადებული დამსვენებლები ეტანებიან. იაპონიაში, სადაც ამგვარი რამ გამოცდილი პრაქტიკაა, ტყეში სეირნობის თერაპიას „შინრინ-იოკუს“- იგივე „ტყის აბაზანებს“ უწოდებენ. ჰოდა, ბორჯომული „შინრინ-იოკუს“ ფასი იქაურ სასტუმროში დაახლოებით 105 ლარია, ლუქსში —140 ლარიდან იწყება. თუმცა არის სხვადასხვა სახის საოჯახო ტიპის სასტუმროები, სადაც დასვენებას ასე თუ ისე მაინც მოახერხებთ.

გრიგოლეთი - Sputnik საქართველო
საქართველოს შავი ზღვის სანაპირო მაგნიტური ქვიშით ტურისტებს ელოდება

მაგრამ თუკი თადარიგი ადრევე არ დაგიჭერიათ და საშუალებაც ვერ გამოინახა, თბილისშიც შეიძლება ასეთი ეკოლოგიურად სუფთა ადგილების მოძიება, მაგალითად ასეთებია: ბოტანიკური ბაღი, კუს ტბა, ლისის ტბა, რომლებიც სურვილის შემთხვევაში, სასურველია, უფრო კომფორტული გავხადოთ. 

თუმცა ისიცაა, თავის დროზე, თბილისში ამდენი ხე რომ არ გაეჩეხათ, იქნებ, თბილისური ზაფხული ასეთი გაუსაძლისი არც ყოფილიყო…

— ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!

 


ყველა ახალი ამბავი
0