თბილისი, 30 მაისი – Sputnik. „Sputnik საქართველოს“ მკითხველთა უმეტესობა ზაფხულში ზღვაზე დასვენებას აპირებს, ასეთია საინფორმაციო სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
კითხვაზე, სად გეგმავთ ზაფხულში დასვენებას, მკითხველთა 38,6%-მა უპასუხა, რომ დასვენებას ზღვაზე აპირებს. გამოკითხულთა მესამედი (31,8%) ზაფხულის პერიოდში დასვენებას არ გეგმავს, რადგანაც მათ ზღვა სამუშაო ელოდებათ.
რესპონდენტების 12,5% უცხოეთში სამოგზაუროდ ემზადება, აგარკზე დასვენებას გამოკითხულთა 10,2%, ხოლო მთის სიმშვიდით დატკბობას 6,8% ანიჭებს უპირატესობას.
Sputnik-ი (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.