ლევან ვარშალომიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიბარეს

© FB/ Леван Варшаломидзеლევან ვარშალომიძე
ლევან ვარშალომიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში იღებს მონაწილეობას, ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს.

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. აჭარის მთავრობის ექს-თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიით იღებს მონაწილეობას, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გამოიძახეს.

ბათუმი - Sputnik საქართველო
ვნებები კურორტზე-აჭარა პოლიტიკური ცხოვრების ეპიცენტრში

ივლისის დასაწყისში აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა ლევან ვარშალომიძემ განაცხადა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია „ საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ ირწმუნება, რომ ვარშალომიძის წინასაარჩევნო კამპანიაში ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები შეიმჩნევა.

„აუდიტის სამსახური საკითხის შესწავლას შეუდგა. ვარშალომიძე უწყებაში ორშაბათს, 12 საათზე უნდა გამოცხადდეს“, — განაცხადა სამსახურის თანამშრომელმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, „ნაცმოძრაობა“ აჭარაში „სოციალური სახლების პროგრამას“ ახორციელებს, რომლის ფარგლებში ლევან ვარშალომიძე ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს მეჯინისწყლის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებთან.

ენმ-ის მხარდამჭერები - Sputnik საქართველო
ლევან ვარშალომიძე საქართველოში ჩამოვიდა

„ხელშეკრულების თანახმად, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის რეგიონული ორგანიზაცია, წარმოდგენილი ლევან ვარშალომიძის სახით, იღებს ვალდებულებას, რომ ქალაქ ბათუმში, სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ ადგილას, განახოციელებს მრავალბინიანი სახლების მშენებლობას და მათ უსასყიდლოდ გადასცემს დასახლებაში მცხოვრებ პირებს”, — აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია.

აღნიშნული ვალდებულების განხორციელებას პარტია ეტაპობრივად, გამარჯვებიდან 4 წლის მანძილზე გეგმავს. ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, თუ რა წყაროებიდან იქნება ეს პროექტი დაფინანსებული.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მეშვეობით საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალური ფასეულობათა გადაცემის დაპირებით. ამასთანავე, ამომრჩევლის მოსყიდვა აკრძალული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით”, — ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები - Sputnik საქართველო
აჭარაში განახლებულმა მინისტრთა კაბინეტმა მუშაობა დაიწყო

არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებებს „ნაცმოძრაობაში“ უპასუხეს.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის მესამე პუნქტის თანახმად, აკრძალვა არ ეხება პირებს, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში იმყოფებიან და რომელთა დაფინანსება ბიუჯეტიდან უნდა განხორციელდეს“, — აღნიშნა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა აჭარაში პეტრე ზამბახიძემ.

ლევან ვარშალომიძეს აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტი 2012 წლის ოქტომბრამდე ეკავა.

ყველა ახალი ამბავი
0