ლევან ვარშალომიძე საქართველოში ჩამოვიდა

© photo: Sputnikენმ-ის მხარდამჭერები
ენმ-ის მხარდამჭერები - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარაში ლევან ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა და მისი მიზანია ახალ გუნდთან ერთად სხვადასხვა პროექტები განახორციელოს.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე საქართველოში ჩამოვიდა. ვარშალომიძეს სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან სანდრა რულოვსი,   „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები  დახვდნენ, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2".

აჭარაში ლევან ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა და მისი მიზანია ახალ გუნდთან ერთად სხვადასხვა პროექტები განახორციელოს. 

გიორგი კვირიკაშვილი და პედრო აგრამუნტი - Sputnik საქართველო
ხელისუფლება საქართველოს ისტორიაში საუკეთესო არჩევნების ჩატარებას აპირებს

საქარლამეტო არჩევნები საქართველოში 2016 წლის 8 ოქტომბერს იმართება.

ვარშალომიძე არ გამორიცხავს, რომ იმ საქმეების გამოძიება, რომლებიც ქვეყნიდან მის გამგზავრებამდე დაიწყო, ისევ გააქტიურდეს. კერძოდ, ლევან ვარშალომიძე არაერთხელ იყო დაბარებული აჭარის პროკურატურასა და ფინანსურ პოლიციაში.

საქმე ეხება თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ფაქტს, რაც ბათუმის აბანოებს ეხება.

შეგახსენებთ, რომ გამოძიების მიმდინარეობის მიუხედავად ვარშალომიძეს არც ერთ საქმეზე ბრალი წარდგენილი არ აქვს.

აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, საქართველოს დატოვების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა ეკავა.


ყველა ახალი ამბავი
0