რა კავშირშია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესები მსოფლიოს ახალ წესრიგთან

© photo: Sputnik / Асатур Есаянцსიტუაცია ერევანში
სიტუაცია ერევანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებაზე მიანიშნებს, მიაჩნია ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს.

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. პროცესები, რომლებიც დღეს პოსტსაბჭოთა სივრცეში და ახლო აღმოსავლეთში ვითარდება, ექსპერტ მამუკა არეშიძეს იმის მაჩვენებლად მიაჩნია, რომ ხდება დიდი გეოპოლიტიკური გადანაწილება ახალი მსოფლიო  წესრიგის დამყარების ფორმატში.

„მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეები კი ცდილობენ უკეთესი სასტარტო პოზიციები დაიკავონ“, — განაცხადა ექსპერტმა კავკასიის საკითხებში.

არეშიძემ აღნიშნა, რომ რეგიონში მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეების სიაში რუსეთი, აშშ, ევროკავშირი, ირანი და თურქეთი არიან. ეს უკანასკნელი, მართალია, ახლა შინაური პრობლემის მოგვარებით არის დაკავებული, მაგრამ მალე ის სხვა ძალით და ენერგიით დაიწყებს საკუთარი გეოპოლიტიკური ამოცანების განხორციელებას. 

მამუკა არეშიძეს სომეხმა კოლეგებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ის შეიარაღებული პირები, რომლებმაც 17 ივლისს ერევნის გარეუბანში, ერებუნის რაიონში პოლიციის განყოფილების შენობა აიღეს, თურქეთიდან ფინანსდებიან. 

სიტუაცია თურქეთში - Sputnik საქართველო
თურქეთში მიმდინარე მოვლენებს ქართველი პოლიტიკოსები აფასებენ

პოლიციის შენობის აღებისას მოკლეს პოლიციის პოლკოვნიკი არტურ ვანოიანი, დაჭრილი არიან პოლიციის პოლკოვნიკი არამ ოვანისიანი, ვიცე-პოლკოვნიკი გრაჩ ოსეგიანი და ზემდეგი გაგიკ მკრტჩიანი. მძევლად რჩება ხუთი ადამიანი. მათ შორის, არსებული ინფორმაციით, სომხეთის პოლიციის უფროსის ორი მოადგილე.

შეიარაღებული პირები სომხური ოპოზიციური სამოქალაქო ინიციატივის „დამფუძნებელი პარლამენტის“ კოორდინატორის ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას მოითხოვენ, რომელსაც იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა ედება ბრალად.

სერჟ სარქისიანი - Sputnik საქართველო
სომხეთის პრეზიდენტმა საგანგებო სხდომა მოიწვია

„ეს არის პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ მოწყობილი აქცია. მაგრამ ამავე დროს ისმის კითხვა, ვინ დგას მათ უკან? ჩემი ზოგი ერევნელი კოლეგის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მათ უკან დგას დიასპორა, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, რომელი ქვეყნის. თუ დიასპორაა, გამორიცხული არ არის, რომ ისინი გარკვეულ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებენ. პოლიტიკური დაკვეთის არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოების ყურადღება მიიქციოს და შეარყიოს არსებული რეჟიმი. ერთმა–ორმა ექსპერტმა ისიც კი მითხრა, რომ ეს პოლიტიკური ძალა თურქული ფულით სულდგმულობს. მაშინ სიტუაცია იცვლება და გასაგებია, რომ ისინი სხვა ქვეყნის პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ და ორიენტირებული არიან დესტაბილიზაციაზე“, — აღნიშნა მამუკა არეშიძემ. 

ექსპერტის თქმით, ნებისმიერი სამხედრო აქცია დემოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელია, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერი სამხედრო აქცია, რომელიც ძალიან მაღალი ალბათობით წარმატებაზე არ არის ორიენტირებული, ყოველთვის დაგმობის საგანი ხდება.

„სამწუხაროდ, გამარჯვებულებს, როგორც წესი, არ ასამართლებენ და ამიტომ უამრავ სამხედროს შერჩენია ამა თუ იმ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება. იმავეს აღვნიშნავ სომხეთზე საუბრისას. თუ მათ არ ჰქონდათ ძალიან მაღალი ალბათობით იმის იმედი, რომ მათი მოთხოვნები თუნდაც ლიდერის გათავისუფლების ნაწილში დაკმაყოფილდებოდა, ეს ამბავი არ უნდა წამოეწყოთ“, — მიაჩნია მამუკა არეშიძეს.

თურქი პოლიციელები ამბოხებულების დაკავების შემდეგ - Sputnik საქართველო
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას 290–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

რაც შეეხება „დამფუძნებელ პარლამენტს“, ექსპერტის თქმით, ეს არის რადიკალური ორგანიზაცია, ხოლო ჟირაირ სეფილიანი ლიბანელი სომეხი, რეპატრიანტი, ყარაბაღის ომის მონაწილე, რომელიც მერე მსახურობდა ყარაბაღის არმიაში. ის სულ რამდენიმე წელია, რაც ჩამოვიდა ერევანში და პოლიტიკურ აქტიურობას შეუდგა. მისი რადიკალიზმი გამოიხატებოდა იმაში, რომ ის იყო არსებული რეჟიმის კატეგორიული მოწინააღმდეგე და თვლიდა, რომ მდგომარეობა ქვეყანაში უნდა შეცვლილიყო. ამიტომაც დააპატიმრეს და, სხვათა შორის, ბრალად იარაღის უკანონოდ ტარება წაუყენეს.  

„ეს მისმა მომხრეებმა აიყვანეს მძევლები და ითხოვენ მის გათავისუფლებას და სარქისიანის უპირობო გადადგომას. არა მგონია, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს, იმიტომ რომ საზოგადოება არის ამ აქციის წინააღმდეგი, რადგან თვლის, რომ არ შეიძლება მძევლების ხარჯზე შენი პოლიტიკური მიზნები გადაწყვიტო“, — აღნიშნა მამუკა არეშიძემ. 

ყველა ახალი ამბავი
0