თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას 290–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

© REUTERS / MURAD SEZERთურქი პოლიციელები ამბოხებულების დაკავების შემდეგ
თურქი პოლიციელები ამბოხებულების დაკავების შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობისას 290–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1,4 ათასზე მეტი – დაიჭრა.

თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს, რომ წარუმატებელი სამხედრო გადატრიალებისას ქვეყანაში 290–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 1,4 ათასზე მეტი კი – დაიჭრა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღუპულია 265, მათ შორის 104 მეამბოხე და დაჭრილია 1440 ადამიანი.

საცობი სამხედროების მიერ დაბლოკილ ბოსფორის ხიდზე - Sputnik საქართველო
ამბოხებაში მონაწილეობისთვის 52 თურქი მაღალჩინოსანი სამხედრო დააკავეს

„სამწუხაროდ, 290–ზე მეტი ჩვენი თანამემამულე დაიღუპა და 1,4 ათასზე მეტი – დაიჭრა“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ამ სიაში შედის დანაკარგი მეამბოხეთა შორის – ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მოკლულია 100–ზე მეტი მეამბოხე. აღნიშნულია, რომ დააკავეს 6 ათასზე მეტი ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან გადატრიალების მოწყობის მცდელობაში.

პარასკევს საღამოს თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შესახებ განაცხადა. სამხედროებმა, თავის მხრივ, ხელისუფლების ხელში ჩაგდების შესახებ განაცხადეს. შაბათს დილით მეამბოხეებმა იარაღის დაყრა დაიწყეს. თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გადატრიალების მცდელობა ჩავარდა. 


ყველა ახალი ამბავი
0