ამბოხებაში მონაწილეობისთვის 52 თურქი მაღალჩინოსანი სამხედრო დააკავეს

© REUTERS / STRINGERსაცობი სამხედროების მიერ დაბლოკილ ბოსფორის ხიდზე
საცობი სამხედროების მიერ დაბლოკილ ბოსფორის ხიდზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლო პროცედურა დაკავებული 105 ოფიცრიდან 58–ის მიმართ ჩატარდა. აქედან 52 დააკავეს, ხოლო დანარჩენები, ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილით, გაათავისუფლეს.

თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. სასამართლომ თურქეთის შეიარაღებული ძალების 52 მაღალჩინოსანი სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობისთვის დააკავა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო Anadolu–ზე დაყრდნობით. 

სასამართლო პროცედურა დაკავებული 105 ოფიცრიდან 58–ის მიმართ ჩატარდა. აქედან 52 დააკავეს, ხოლო დანარჩენები, ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილით, გაათავისუფლეს. დანარჩენი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ პრეცედურები გრძელდება.

თბილისი - Sputnik საქართველო
ამბოხება თურქეთში არც რუსეთს აწყობდა და არც აშშ–ს, ეს სუფთა „თურქული მოვლენაა“

პარასკევს საღამოს თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შესახებ განაცხადა. სამხედროებმა, თავის მხრივ, ხელისუფლების ხელში ჩაგდების შესახებ განაცხადეს. შაბათს დილით მეამბოხეებმა იარაღის დაყრა დაიწყეს. თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გადატრიალების მცდელობა ჩავარდა. თურქმა სამართალდამცველებმა თითქმის სამი ათასი ადამიანი დააკავეს. მათ შორის არიან მაღალი და საშუალო ჩინი მქონე სამხედრო მოსამსახურეები. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 265 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 104 – მეამბოხე.

ყველა ახალი ამბავი
0