სომხეთის პრეზიდენტმა საგანგებო სხდომა მოიწვია

© Presidentსერჟ სარქისიანი
სერჟ სარქისიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა, ერევანში შეიარაღებული ჯგუფისმიერ პოლიციის შენობის აღებასთან დაკავშირებით, სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებთან საგანგებო სხდომა გამართა.

თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. სომხეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში, ერევანში შეიარაღებული ჯგუფის მიერ პოლიციის შენობის აღებასთან დაკავშირებით, საგანგებო სხდომა გაიმართა, იუწყება „Sputnik სომხეთი“ სახელმწიფოს მეთაურის პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.

სხდომაში მონაწილეობდნენ ქვეყნის პრეზიდენტის სერჟ სარქისიანი და სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები.

„თათბირის მონაწილეებმა პრეზიდენტს დილიდან არსებული ვითარების, მიღებული ზომებისა და შეიარაღებული ინციდენტის შედეგად ქვეყანაში შექმნლი მდგომარეობის შესახებ მოახსენეს“, –ნათქვამია განცხადებაში.

პოლიციის ჯავშანმანქანა - Sputnik საქართველო
ერევანში პოლიციის შენობის აღებისას ერთი პოლიციელი დაიღუპა

აღნიშნულია, რომ სამართალდამცველი ორგანოები მდგომარეობას სრულად აკონტროლებენ და ვითარების განმუხტვისთვის ყველა აუცილებელ ზომას მიმართავენ.

კვირას დილით ერევნის გარეუბანში, ერებუნის რაიონში შეაიარაღებული პირების ჯგუფმა პოლიციის განყოფილების შენობა აიღო. ისინი ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილე, საზოგადოებრივი ხსნის რადიკალური ოპოზიციური ფრონტის „ახალი სომხეთის“ ლიდერის ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას მოითხოვენ, რომელსაც იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა ედება ბრალად. 

შენობის აღების დროს მოკლეს პოლიციის პოლკოვნიკი არტურ ვანოიანი, დაჭრეს სამი პოლიციელი; რამდენიმე ადამიანი მძევლად ჰყავთ აყვანილი, არსებული ინფორმაციით, მძევლებს შორისაა სომხეთის პოლიციის უფროსის ორი მოადგილე  – ვართან ეგიაზარიანი და ვალერი ოსიპიანი.


ყველა ახალი ამბავი
0