ერევანში პოლიციის შენობის აღებისას ერთი პოლიციელი დაიღუპა

© photo: Sputnik / Давид Галстянპოლიციის ჯავშანმანქანა
პოლიციის ჯავშანმანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერებუნის რაიონში პოლიციის შენობისაღეისას ერთი პოლიციელი დაიღუპა, ორი – დაიჭრა. სპეცოპერაციის შედეგად ორი მძევალი გათავისუფლებულია.

თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. ერევანში კვირას დილით შეიარაღებული ადამიანების მიერ პოლიციის შენობის აღების დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა, ორი – დაიჭრა, იუწყება „Sputnik სომხეთი“ ეროვნული უშიშროების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„ერთი პოლიციელი დაიღუპა, ორი დაჭრილია“, – იუწყება უშიშროების სამსახური.

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
ერევანში ხელისუფლების წარმომადგენლები შეაიარაღებულ ჯგუფთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების მიერ შენობის აღების შედეგად ორი მძევალი გათავისუფლებულია.

„სამართალდამცველი ორგანოები ვითარებას აკონტროლებენ და საბოლოო შედეგისთვის აუცილებელ ზომებს მიმართავენ“, – აღნიშნულია სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის განცხადებაში.

კვირას დილით ერევნის გარეუბანში, ერებუნის რაიონში შეაიარაღებული პირების ჯგუფმა პოლიციის განყოფილების შენობა აიღო. ისინი ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილე, საზოგადოებრივი ხსნის რადიკალური ოპოზიციური ფრონტის „ახალი სომხეთის“ ლიდერის ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას მოითხოვენ, რომელსაც იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა ედება ბრალად. 

ყველა ახალი ამბავი
0