ერევანში ხელისუფლების წარმომადგენლები შეაიარაღებულ ჯგუფთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ

© Наира Погосянპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად შეიარაღებულ ჯგუფთან, მათი სომხეთის ხელისუფლებისთვის მშვიდობიანი ჩაბარების ორგანიზებისთვის, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეიარაღებულ ჯგუფთან, რომელმაც ერევანში, ერებუნის რაიონში პოლიციის შენობა ჩაიგდო ხელთ, მოლაპარაკებები დაიწყო, იუწყება „Sputnik სომხეთი“ ქვეყნის ეროვნული უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით.

„დღეს დილით შეიარაღებული პირების ჯგუფი სომხეთის პოლიციის საპატრულო–საგუშაგო პოლკის ტერიტორიაზე შეიჭრა და იქ მყოფი პირები მუქარითა და ძალადობით დააკავა. ამჟამად შეიარაღებულ პირებთან მიმდინარეობს მოლაპარარეკებები, რათა მათი ხელისუფლებისთვის მშვიდობიანად ჩაბარება იყოს ორგანიზებული“, – აღნიშნულია უშიშროების სამსახურის განცხადებაში.

„გარწმუნებთ, რომ როგორც ეს, ისე სხვა ნებისმიერი უკანონო მოქმედება სამართალდამცელი ორგანოების მხიდან აღკვეთილი იქნება, ხოლო ამ საქციელის ჩამდენი ადამიანები ნეიტრალიზებული იქნებიან და პასუხს კანონის შესაბამისად აგებენ“, – აღნიშნეს უწყებაში.

პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
მასმედია: ერევანში პოლიციის შენობის აღებისას ადამიანები დაშავდნენ

ასევე, უშიშროების სამსახურში აღნიშნავენ, რომ სოციალურ ქსელში შეიარაღებული ჯგუფის მომხრეების მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს „დაწყებულია შეიარაღებული აჯანყება, აღებულია შენობები“.

„გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ნორმალურ რეჟიმში მუშაობენ“, – აღნიშნეს უშიშროების სამსახურში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერევნის გარეუბანში, ერებუნის რაიონში შეაიარაღებული პირების ჯგუფმა პოლიციის განყოფილების შენობა აიღო. ისინი ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილე, საზოგადოებრივი ხსნის რადიკალური ოპოზიციური ფრონტის „ახალი სომხეთის“ ლიდერის ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას მოითხოვენ, რომელსაც იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა ედება ბრალად. 


ყველა ახალი ამბავი
0