მასმედია: ერევანში პოლიციის შენობის აღებისას ადამიანები დაშავდნენ

© photo: Sputnik / Наира Погосянპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირას დილით რადიკალური ოპოზიციონერების ჯგუფმა პოლიციის საპატრულო–საგუშაგოს შენობა აიღო. ისინი სომხეთის ხელისუფლების გადადგომას მოითხოვენ.

თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. ერევანში, ერებუნის რაიონში შეაიარაღებული ჯგუფის მიერ პოლიციისა და შინაგანი ჯარების შენობის აღების შედეგად ადამიანები დაშავდნენ, იუწყება „Sputnik სომხეთი“.

შენობასთან მობილიზებულია საჯარისო ნაწილები. ადგილზე იმყოფება სომხეთის პოლიციის უფროსი ვლადიმირ გასპარიანი.

ყველა ახალი ამბავი
0