ბელარუსში კონკურსზე „ვიტებსკ-2016“ საქართველოს ანდრია გველესიანი წარადგენს

© FB/ Андриа Гвелесианиანდრია გველესიანი
ანდრია გველესიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მომღერალი ანდრია გველესიანი კონკურსზე ფესტივალის „სლავიანსკი ბაზარ ვ ვიტებსკე“ ფარგლებში გამოვა, რომელშიც რუსული ესტრადის ვარსკვლავები მონაწილეობენ.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ქართველი მომღერალი, მსახიობი და შოუს „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ფინალისტი ანდრია გველესიანი წარადგენს საქართველოს საესტრადო სიმღერების შემსრულებლების 25-ე საერთაშორისო კონკურსზე „ვიტებსკ-2016“.

კონკურსი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „სლავიანსკი ბაზარ ვ ვიტებსკე“ ფარგლებში 14-18 ივლისს გაიმართება. ფესტივალი ახალგაზრდა შემსრულებლებს შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ საკუთარი თავი კოლეგების, ათობით ათასი მაყურებლისა და ტელემაყურებლის წინაშე. კონკურსის მიზანი კი ახალგაზრდა ნიჭიერი შემსრულებლების მხარდაჭერა,  მუსიკალური კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზებაა.

ბელარუსის დროშა - Sputnik საქართველო
სექტემბერში თბილისში ბელარუსის ნაციონალური გამოფენა მოეწყობა

ანდრია გველესიანი კონკურსის ნახევარფინალში 15 ივლისს გამოვა და ერთ-ერთ ცნობილ ქართულ სიმღერას შეასრულებს. მასთან ერთად სცენაზე იმღერებენ რუსეთის, ბელარუსის, უკრაინის, მოლდოვას, რუმინეთის, კუბის, მაკედონიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ლატვიის, ლიტვის, ჩერნოგორიის, სერბეთის, ბულგარეთის, არგენტინის, იტალიის, ყაზახეთისა და ისრაელის წარმომადგენლები.

შემდეგ მონაწილეებს 16 და 17 ივლისს კიდევ ორი საკონკურსო დღე ელოდებათ. საუკეთესო კონკურსანტი გრან-პრისა და „ოქროს ლირას“ მფლობელი გახდება.

საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება და ღონისძიების საზეიმო დახურვა 18 ივლისს გაიმართება.

ბონდარენკო, ჩერუშევი და კეშელავა - Sputnik საქართველო
ბონდარენკო ქართული შოუს „ცეკვავენ ვარსკვლავები“ გამარჯვებულია

კონკურსის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა გამოფენა, კინოჩვენება, თეატრალური წარმოდგენა, თემატური და საიუბილეო კონცერტი.

გარდა ახალგაზრდების კონკურსისა, „ვიტებსკ-2016“-ზე გამოვლენ ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი, ალექსანდრ როზენბაუმი, ელენა ვაენგა, ვალერი ლეონტიევი, ლიუბოვ უსპენსკაია, დიანა არბენინა და ჯგუფი „სნაიპერი“, მიხაილ შუფუტინსკი, ალექსანდრ ბუინოვი, კრისტინა ორბაკაიტე და სხვები.

ანდრია გველესიანი 1992 წლის 24 ივნისს თბილისში მუსიკალურ ოჯახში დაიბადა. მამა — საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი დავით გველესიანია, დედა — საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის საოპერო თეატრის სოლისტი თეა დემურიშვილი.

ელენა ვაენგა - Sputnik საქართველო
რუსი მომღერალი ელენა ვაენგა საქართველოში პირველად გამართავს კონცერტს

ანდრიამ 2006 წელს დაამთავრა მუსიკალური სკოლა ფორტეპიანოს განხრით, მღეროდა ჯანსუღ კახიძის სტუდიაში ბიჭუნათა გუნდში. ცხოვრობდა და სწავლობდა მადრიდში.

გველესიანმა დაამთავრა თეატრისა და კინოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და 2013 წლიდან სანდრო ახმეტელის თეატრში მუშაობს. ასევე მონაწილეობს მუსიკალური კომედიისა და დრამის და მარჯანიშვილის თეატრების სპექტაკლებში.

გველესიანი აქტიურად მონაწილეობს ტელე- და რადიოპროგრამებში, 2011 წელს გახდა ტელეკონკურს „ჯეოსტარის“ ლაურეატი, 2015 წელს უკრაინაში კონკურს X-Factor-ზე გამოვიდა, ხოლო 2016 წელს ტელეშოუს „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ფინალისტი გახდა.

გველესიანი მუშაობს სოლო ალბომზე „შენზე…“, თავისუფალ დროს სპორტს მისდევს, იცის ქართული, რუსული, ინგლისური და ესპანური ენები.

ყველა ახალი ამბავი
0