ბონდარენკო ქართული შოუს „ცეკვავენ ვარსკვლავები“ გამარჯვებულია

© FB/ Антон Черушевბონდარენკო, ჩერუშევი და კეშელავა
ბონდარენკო, ჩერუშევი და კეშელავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილმა რუსმა მსახიობმა სტანისლავ ბონდარენკომ და მისმა პარტნიორმა, აჭარის სპორტული ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტმა ნიკე კეშელავამ ტელეშოუს „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ფინალში პასადობლი შეასრულეს.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. პოპულარული შოუს „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მეექვსე სეზონის გამარჯვებული თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო გახდა.

რუსმა მსახიობმა და მისმა პარტნიორმა ნიკე კეშელავამ, აუდიტორიის ხმების მიცემის შედეგად, 143 ათასი სმს-შეტყობინებიდან 95 ათას ხმაზე მეტი მიიღეს. პროექტის ლიდერი 28 ივნისს ღამით, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დაასახელეს.

„თასი ჩვენია! მადლობა ნიკე კეშელავასა და ანტონ ჩერუშევს, რომელიც ჩვენს ცეკვებს ხვეწდა! მადლობა თქვენ, ბიჭებო!!! მადლობა ყველას! საქართველო, ამას არასდროს დავივიწყებ!“, — დაწერა ბონდარენკომ Instagram-ში თავის გვერდზე.

ბონდარენკო და კეშელავა - Sputnik საქართველო
გაიმარჯვებს თუ არა ბონდარენკო შოუში „ცეკვავენ ვარსკვლავები“, დღეს გახდება ცნობილი

პრიზის სახით ბონდარენკოს თბილისში ბინა აჩუქეს.

დაჯილდოებას ესწრებოდა ბონდარენკოს ვაჟიც — მარკი, რომელიც მსახიობმა რუსეთიდან ჩამოიყვანა.

მეორე ადგილის მფლობელი, ქართველი მსახიობი და მომღერალი ანდრია გველესიანი ავტომობილით დაჯილდოვდა, ასევე, პროექტის სპონსორებისგან გადაეცა საგზური იტალიაში და ფულადი პრიზები.

სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებოდა პროექტის კიდევ ერთ მონაწილეს — მსახიობ ჯანო იზორიას, რომელმაც შოუ ნახევარფინალის შემდეგ დატოვა: მან ქორეოგრაფების ნინო და ილიკო სუხიშვილებისგან, თენგიზ სუხიშვილის ფონდისა და სხვა სპონსორების მხარდაჭერით, თბილისში ბინა მიიღო.

სტანისლავ ბონდარენკო - Sputnik საქართველო
სტანისლავ ბონდარენკომ ქართველ გოგონას სააღდგომოდ ოცნება აუხდინა

იზორია ასევე დაჯილდოვდა საგზურით კუნძულ იბიცაზე და ფულადი პრიზებით.

ფინალურ შოუში ბონდარენკოსა და გველესიანის წყვილმა პასადობლი და ასევე, მთელი პროექტის საუკეთესო საცეკვაო ნომრები შეასრულეს. ტრადიციულად, სცენაზე პროექტის ყველა მონაწილე გამოვიდა.
ნომრების ქორეოგრაფიაზე მუშაობდა ქორეოგრაფი გიგი გაჩეჩილაძე, ფინალისტების კოსტიუმებზე — დიზაინერი ლაშა ჯოხაძე.

გარდა ამისა, ფინალურ რაუნდში გაიმართა მოდერნ-ბალეტის „რამიშვილის“ სატელევიზიო დებიუტი. ასევე შოუში გამოვიდნენ პოპულარული მუსიკოსები და მომღერლები.

ყველა ახალი ამბავი
0