სტანისლავ ბონდარენკომ ქართველ გოგონას სააღდგომოდ ოცნება აუხდინა

© photo: courtesy of Nanuki Zhorzholiani's showსტანისლავ ბონდარენკო
სტანისლავ ბონდარენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცერებრალური დამბლით დაავადებული გოგონა მარიამ გულუაშვილი სტანისლავ ბონდარენკოს შემოქმედების თაყვანისმცემელია და სააღდგომოდ მისგან არაჩვეულებრივი სიურპრიზიც მიიღო.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ოცნებები მარტო ახალ წელს კი არ სრულდება, არამედ აღდგომაზეც. ერთი ქართველი გოგონას მარიამ გულუაშვილის ოცნება ამ ბრწყინვალე დღესასწაულზე პოპულარულმა რუსმა მსახიობმა სტანისლავ ბონდარენკომ აასრულა.

მარიამი 14 წლისაა და ცერებრალური დამბლითაა დაავადებული. ექიმებმა მას მასაჟების პარალელურად რაიდ–თერაპია, ანუ ცხენოსნობით მკურნალობა დაუნიშნეს. სწორედ ამის წყალობითაა, რომ მარიამს, რომელიც მანამდე დამოუკიდებლად საერთოდ ვერ დგებოდა ფეხზე, ახლა მოკლე მანძილზე თავისით სიარული შეუძლია.

მარიამი სტანისლავ ბონდარენკოს შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელია და სწორედ მას გულშემატკივრობს პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მარიამი სტანისლავის თბილისურ სპექტაკლებს ვერ დაესწრო, ამიტომ ტელეკომპანია „იმედმა“ გადაწყვიტა, თავად მიეყვანა გოგონასთან მსახიობი, რისთვისაც აღდგომის დღესასწაული საუკეთესო მიზეზი იყო.

სტანისლავ ბონდარენკო - Sputnik საქართველო
ბონდარენკო თბილისში კიდევ ერთ საქველმოქმედო საღამოს გამართავს

ჟურნალისტებმა მარიამს მათი ვიზიტის ნამდვილი მიზეზი არ გაუმხილეს, უთხრეს, გვინდა გვიამბო, როგორ გეხმარება ცხენოსნობა ჯანმრთელობის აღდგენაშიო.

გოგონა მცირე იპოდრომზე წაიყვანეს, სადაც ის ცხენზე შემჯდარი ლამაზად დანავარდობდა კამერის წინ. ამ დროს მას სტანისლავ ბონდარენკო მიუახლოვდა და ქართულად მიესალმა: „გამარჯობა“. მერე ჩაიხუტა, აკოცა და ცხენით რამდენიმე წრე შემოატარა იპოდრომზე. მარიამი თვალებს არ უჯერებდა.  

„სტასი რომ დავინახე, ვიფიქრე, მესიზმრება–მეთქი. ვერ ვხვდებოდი, ცხადი იყო თუ სიზმარი. ძალიან მომეწონა ეს აღდგომა, იმიტომ რომ ის ჩემთვის განსაკუთრებული იყო. დღეიდან კიდევ მეტად შევეცდები, რომ გამოვჯანმრთელდე“, — ამბობს მარიამი.

მსახიობმა გოგონასთან სურათები გადაიღო, სელფიც, რომელშიც მარიამს ლოყაზე კოცნის.

© TV-IMEDIსტანისლავ ბონდარენკო და მარიამ გულუაშვილი
სტანისლავ ბონდარენკო და მარიამ გულუაშვილი - Sputnik საქართველო
სტანისლავ ბონდარენკო და მარიამ გულუაშვილი

„მარიამი მეგა–სიცოცხლისმოყვარული ადამიანია. ასეთი ბავშვების გვერდით ხვდები, როგორი სიყვარული შეუძლიათ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ ჩემთან შეხვედრა უხარიათ. კარგია, რომ შევძელი და მარიამი სააღდგომოდ გავახარე“, — თქვა სტანისლავ ბონდარენკომ.

შეხვედრის ბოლოს სტანისლავმა მარიამი ვალსის საცეკვაოდ გაიწვია და პატარა ქალბატონივით აბზრიალა.

ყველა ახალი ამბავი
0