ბონდარენკო თბილისში კიდევ ერთ საქველმოქმედო საღამოს გამართავს

გამოწერა
სტანისლავ ბონდარენკო ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე შეასრულებს ნაწყვეტებს სპექტაკლიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. თეატრისა და კინოს პოპულარული რუსი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო თბილისში კიდევ ერთ საქველმოქმედო საღამოს გამართავს 17 წლის მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად.

სტანისლავ ბონდარენკო - Sputnik საქართველო
მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო ქართველ ავადმყოფ ბავშვს დაეხმარება

ამის თაობაზე მსახიობმა ტელეარხ „იმედის“ პოპულარულ შოუში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ განაცხადა, რომლის ერთ–ერთი მონაწილეც არის. 

ბონდარენკო ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე 16 აპრილს, 20:00 საათზე გამოვა.

მსახიობი თეატრის დასთან ერთად შეასრულებს ნაწყვეტებს სპექტაკლიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, რომელშიც ზურიკელას როლს ითამაშებს.

ბილეთები შეგიძლიათ შეუკვეთოთ ტელეფონით (+995) 555  27 97 00, 593 58 78 21 და 599 88 87 96. 

სტანისლავ ბონდარენკოს თქმით, ბილეთების გაყიდვიდან შემოსული მთელი თანხა მიხეილ სხვიტარიძის ოპერაციას მოხმარდება.

სტანისლავ ბონდარენკო - Sputnik საქართველო
ბონდარენკო ქართული „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე გახდება

მსახიობი 2016 წლის მარტში ერთხელ უკვე ესტუმრა საქართველოს სხვიტარიძის მხარდამჭერი საქველმოქმედო მისიით, რომელსაც ხერხემლის ურთულესი ქრონიკული და პროგრესირებადი დაავადება — ოსტეოპოროზი აქვს.

მაშინ მსახიობს ავადმყოფი ბავშვის დახმარების თხოვნით ქართველმა აქტივისტებმა მიმართეს და ბონდარენკო უყოყმანოდ დათანხმდა მათ წინადადებას, უსასყიდლოდ დახმარებოდა მიხეილ სხვიტარიძეს.

თბილისში პირველი ვიზიტიდან მოკლე ხანში ცნობილი გახდა, რომ რუსი მსახიობი მონაწილეობას მიიღებდა ქართულ ტელეშოუში „ცეკვავენ ვარსკვლავები“. სტანისლავ ბონდარენკოს მეწყვილე შოუში აჭარის სპორტული ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტი ნიკე კეშელავაა.

ყველა ახალი ამბავი
0