თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ვარშავის სამიტის შედეგებზე რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნებისათვის იმსჯელეს ექსპერტებმა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ მრგვალ მაგიდასთან.
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ევროპის ინსტიტუტის ევროპის უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელის დიმიტრი დანილოვის მოსაზრებით, სამიტის შედეგები მხოლოდ შესაბამისად გაფორმეს და მიაწოდეს საზოგადოებას.
„აქცენტები წინანდელი დარჩა: ნატომ განაცხადა, რომ უბრუნდება სათავეებს: აძლიერებს კოლექტიური თავდაცვის ფუნქციებს და აღმოსავლეთში, სადაც უსაფრთხოების მთავარ საშიშროებად რუსეთი რჩება — შეკავების სისტემას. ყველა მიმართულებით პარტნიორობის განმტკიცებისას ალიანსი შეეჩეხა სერიოზულ პრობლემას. ერთობლივ დეკლარაციაში მომავალი ურთიერთქმედების მიმართულებები დაფიქსირდა, თუმცა გაურკვეველია როგორ იმუშავებს ის, განსაკუთრებით Brexit-ის კონტექსტში, როცა ტრანსატლანტიკური ბალანსის გადაწყობა მიმდინარეობს», — აღნიშნა ექსპერტმა.
მისი თქმით, პოლიტიკური პლატფორმა ნატოსა და ევროკავშირის ურთიერთქმედებისათვის ფორმირებულია: „ევროკავშირი კიდევ უფრო დაკარგავს დამოუკიდებლობას ყველა ფრონტზე. როგორ შეიძლება ამასთან დაკავშირებით რაიმე ევროპულ ავტონომიაზე საუბარი? ამჟამად ნატოს ფილოსოფია შეტევითია და მიმართულია რუსეთის შეკავების გაძლიერებისაკენ. ევროკავშირი კარგავს მოქნილობის გამოვლინების პოლიტიკურ შესაძლებლობებს, მათ შორის სანქციების მოხსნის საკითხებში. რუსეთისათვის ეს გამოწვევაა და მას გრძელვადიანი ხასიათი ექნება. ნატოს კვალდაკვალ ევროკავშირი აღიარებს, რომ აგრესია რუსეთის, ბალტიისპირეთის, პოლონეთის მხრიდან — შესაძლებელია.
წავიდა ის დრო, როცა შესაძლებელი იყო რუსეთ-ნატოსა და რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების ვარირება“, თქვა დანილოვმა. მისი თქმით ფუნქციები შემდეგნაირად გადანაწილდა: ნატო დაკავებულია დაშინებით, ევროკავშირი კი სანქციებით სჯის.
„ნატო საფუძველს უყრის პოლიტიკურ ტრენდს, რომელსაც თავისი დინამიკა ექნება და სავარაუდოდ რაიმე გადატვირთვაზე საუბარი არ იქნება შესაძლებელი. განსხვავება 2008 წელს საქართველოში მომხდარი მოვლენების შემდეგ პერიოდსა და დღევანდელობას შორის ის არის, რომ დღეს გადატვირთვა ნაკლებად შესაძლებელია. ალიანსი არ არის მზად კონსტრუქციული ურთიერთქმედებისათვის. რუსეთმა და დასავლეთმა, ურთიერთ შეკავების პარადიგმაში კვლავ შესვლით, კვლავ დაკარგეს ურთიერთქმედების ასპარეზი“.
კითხვაზე რამდენად შესაძლებელია უახლოეს ხანებში საქართველოსა და უკრაინის შესვლა ნატოში, ექსპერტმა უპასუხა, რომ გადაწყვეტილება წევრობის გეგმის მინიჭებაზე, ყოველთვის მხოლოდ პოლიტიკური ხასიათის მატარებელია: „ნათელია, რომ არც საქართველო და არც უკრაინა, ფორმალური თვალსაზრისითაც კი არ არიან მზად, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრი ქვეყნების მოხსენებით, ისინი პროგრესის გზაზე არიან. ალიანსი ტოვებს გაურკვეველ სიტუაციას და რეაგირებს იმის შესაბამისად, როგორ განვითარდება მოვლენები. ნატოში ეს ქვეყნები შესაძლოა ნებისმიერ დროს მიიღონ, ასეთ სცენარს არ გამოვრიცხავ“, — დაასკვნა დანილოვმა.
მისი მოსაზრება გაიზიარა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აშშ-სა და კანადის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ ვიქტორ კრემენიუკმა: ნაადრევია კონსტრუქციული დიალოგის მოლოდინი. მხარეები ჯერ არ არიან ამისათვის მომწიფებულნი. არ არის პროგრამა და რაზე უნდა ვილაპარაკოთ? დარჩა მხოლოდ პროპაგანდისტული ომი და რუსეთისა და ნატოს მომავალი ურთიერთობების დღის წესრიგის მომზადება. ამერიკულ ისტებლიშმენტში თაობათა ცვლა მოხდა. აშშ-სათვის დსთ ტავისუფალი ნადირობის ველად იქცა, ამან მოსკოვის შესაბამისი რეაქცია გამოიწვია, ჩვენ უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარება დავიწყეთ“, — აღნიშნა კრემენიუკმა.
მასშტაბური კონფლიქტი ალიანსის ინტერესებში არ შედის, თუმცა უნდა მოვუფრთხილდეთ კონფლიქტის პროვოცირებას იმ პირობით, რომ ნტოს მისი მართვის მექანიზმი ექნება, ეს აზრი საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის პროფესორმა ნიკოლაი მეჟევიჩმა გამოთქვა.
მან ასევე აღნიშნა როლების გადანაწილება ტანდემში ალიანსი — ევროკავშირი: „ნატო სულ უფრო მეტად დაკავებულია ეკონომიკით, ხოლო ევროკავშირი, იმის გამო რომ არ შეუძლია უარი თქვას — უსაფრთხოებით“.
„ჩვენ გავაანალიზეთ ბალტიისპირეთის საგარეო პოლიტიკა და იმ დასკვნამდე მივედით, რომ მისთვის ვარშავის სამიტი - დაუმორჩილებლობის ზეიმია. ბალტიის ქვეყნების ამოცანაა ნებისმიერ ფასად მიიპყრონ ყურადღება. ამ სახელმწიფოებს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ ქონიათ მიზნად ეფექტური ეკონომიკის ან დემოკრატიის შექმნა. მათი დანიშნულება — კონფლიქტის პროვოცირებაა. დიდი ხნის მანძილზე ისინი ჩუმად იყვნენ, მაგრამ ყირიმის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება ბალტიისპირეთი რუსეთის წინააღმდეგ პოტენციური აგრესიის პოლიგონად ექციათ“.
პარასკევს ნატოს ვარშავის სამიტმა მიიღო გადაწყვეტილება ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის უპრეცედენტო გაძლიერებაზე. ნატო აპირებს უკვე 2017 წელს ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში ოთხი მრავალეროვნული ბატალიონი განათავსოს. ყოველი ქვედანაყოფის რიცხოვნება 800-დან 1200 კაცამდე განისაზღვრება.