ღერებად გაყიდვის შემთხვევაში თამბაქო ბავშვებისთვისაც ხელმისაწვდომი ხდება

© photo: Sputnik / Ilya Piatalev / გადასვლა მედიაბანკშისიგარეტის ნამწვავების სკულპტურული კომპოზიცია
სიგარეტის ნამწვავების სკულპტურული კომპოზიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიგარეტი ღერებით საქართველოს გარდა რეგიონის არც ერთი ქვეყნაში არ იყიდება. 1 ღერის ფასი 15 თეთრიდან იწყება და ამით ის ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის ხელმისაწვდომი ხდება. კიდევ რა უწყობს ხელს მომავალ თაობაში მწეველების რაოდენობის ზრდას, ამის შესახებ “sputnik”-ი თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელს გიორგი ბახტურიძეს ესაუბრა.

-ბატონო გიორგი, რამდენად ხელმისაწვდომია თამბაქო მოზარდებისთვის? 

სკოლებიდან 50 მეტრის რადიუსში და არასრულწლოვანზე სიგარეტის გაყიდვა აკრძალულია, მაგრამ კანონის ამ  მოთხოვნებს არავინ იცავს, რადგან ადმინისტრირება სათანადოდ არ ხორციელდება. ადმინისტრირების ორგანოები  შსს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურია. პოლიციას საერთოდ არ გამოუვლენია ასეთი სამართალდარღვევა, შემოსავლების სამსახურმა კი დააჯარიმა სკოლების მახლობლად მდებარე 50-მდე  ჯიხური თამბაქოს გაყიდვისთვის. რადგან მწეველად ჩამოყალიბება არასრულწლოვანების პერიოდში ხდება, ამიტომ  მთელი მარკეტინგული ხრიკები: ფერები დიზაინი პრომოუშენი, პრომო-გოგონები, ლატარიები, გათამაშებები დ ა სხვა უამრავი მიმზიდველი რამ პირველ რიგში არასრულწლოვნებზე არის გათვლილი.

მწეველი გოგონა - Sputnik საქართველო
ჯანდაცვის ორგანიზაციამ, შესაძლოა, წვრილი სიგარეტის აკრძალვის რეკომენდაცია გასცეს

-მართლა ასე  მიმზიდველია მოზარდებისთვის   ბრენდების მსხვადასხვა დიზაინით შექმნილი კოლოფები? 

უამრავი კვლევაა ჩატარებული ახალგაზრდებში და განსაკუთრებით  ბავშვებში, იმის დასადგენად აქვს თუ არა მათზე გავლენა  კოლოფების დიზაინს. როგორც გაირკვა, ბავშვები როდესაც კვების ობიექტებში შედიან პროდუქტების გარდა აქტიურად აფიქსირებენ თამბაქოს ისინი ასევე არჩევენ ერთმანეთისგან გოგონების და ბიჭების სიგარეტს, აქცევენ ყურადღებას, რეკლამებს და იმას რომ ძალიან ლამაზად არის ყველაფერი შეფუთული. ამიტომ  ავსტრალიის ხელისუფლება მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სიგარეტის კოლოფები ნაკლებად მიმზიდველი უნდა იყოს მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით ბავშვებისთვის. მათ აიღეს ერთიანი სადა ყავისფერი შეფუთვა და დაატანეს მხოლოდ ბრენდის წარწერა. ამავდროულად მოახდინეს პიქტოგრამების, ანუ  დაავადებების სურათებრივი გამოსახულებების დამატება კოლოფებზე და მისი ზედაპირის  დაფარვა სადღაც 80%-85%. ავსტრალიას  მხარი სხვა ქვეყნებმაც აუბეს. ვფიქრობ, ევროკავშირთან  ჰარმონიზაციის პროცესიდან გამომდინარე  ამ ინიციატივას  საქართველოც უნდა შეუერთდეს. ამიტომ  ვითხოვთ კოლოფების 80%-იან დაფარვას პიქტოგრამით ორივე მხარეს, რათა ფერებისთვის ადგილი არ დარჩეს, უახლოეს პერიოდში კი კოლოფის ერთფეროვანი შეფუთვის შემოღებასაც მოვითხოვთ.

სიგარეტი - Sputnik საქართველო
საქართველო უნიფიცირებული სიგარეტის კოლოფების შემოღებას გეგმავს

-რატომ აირჩია ავსტრალიამ  მაინცდამაინც ყავისფერი? 

იმიტომ რომ არ არის მიმზიდველი ბავშვებისთვის და  ახალგაზრდებისთვის. ევროკავშირმა  კი მუქი მწვანე ჩათვალა სტანდარტად. ჩვენ შეგვიძლია უფრო სხვა კუთხითაც წავიდეთ და სხვა ფერი შევარჩიოთ. 2010 წელს ჩვენ უკვე მივაღწიეთ სიგარეტის კოლოფებზე წარწერების „მსუბუქი“, „ულტრა მსუბუქი“ აკრძალვას. რადგან მათ შეცდომაში შეყავთ მომხმარებლები. მწეველები ფიქრობენ, რომ თუ  მსუბუქია,  ესე იგი ნაკლებად მავნეა. ეს კი ასე არ არის. მართალია,  ჩვენ კი ავკრძალეთ წარწერები მაგრამ  ფერები დარჩა, რომლებიც ასოცირდებოდა იმავე მსუბუქთან ან ულტრა მსუბუქთან. ამიტომ მიზანი ამ ერთიანი შეფუთვის არის ის, რომ არც მომხმარებელი შევიდეს შეცდომაში და არც ახალგაზრდებისთვის იყოს ის მიმზიდველი.

Marlboro - Sputnik საქართველო
,,მალბოროც კი“... ანუ სიგარეტის ფასები და სარეკლამო კამპანია

-რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ პირველ რიგში ქვეყანაში მწეველების რაოდენობის შესამცირებლად? 

როგორც ცნობილია, ევროპაში 2050 წლისთვის თამბაქოს მოხმარება 5 %-ზე ნაკლები უნდა იყოს. ჩინეთში აცხადებენ, რომ  2040 წლისთვის ქვეყანა  საერთოდ თავისუფალი იქნება თამბაქოსგან. ამას მხარს აუბამენ  სხვა ქვეყნებიც და ეს მოაღწევს საქართველომდეც. ამიტომ უახლოეს პერიოდში ჩვენ უნდა გვქონდეს სტრატეგია, რათა  2040 წლისთვის  ცივილურ ქვეყნებთან შეერთება შევძლოთ. 

ქვეყანაში თამბაქოს მოხმარება ისე უნდა შემცირდეს, რომ  ამ ინდუსტრიას არსებობის საშუალება აღარ ჰქონდეს. საქართველოში კი უკუღმა ხდება ყველაფერი. გასულ წელს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ნაცვლად იმისა რომ ხელისუფლებას მოეთხოვა კომპენსაცია თამბაქოს ინდუსტრიისთვის  მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანისთვის, იქით დააფინანსა ბიზნესი, რომელიც ყოველწლიურად კლავს 11 000 ადამიანს. 

საქართველოში ყოველწლიურად 55 000 ადამიანი იღუპება და მათგან ყოველი მე-5 თამბაქოს მოხმარების მსხვერპლია. ქვეყანაში თამბაქოთი გარდაცვალების საშუალო ასაკი კი  56 წელია. ეს არის საკმაოდ ახალგაზრდა ასაკი და როგორც ხედავთ,  ამაზე დიდი მკვლევი პროდუქტი ჩვენ არ გაგვაჩნია. რა მნიშვნელობა  აქვს ადგილობრივი თამბაქო მოგკლავს თუ შემოტანილი?  ორივე ნაგავია. ორივეს თვითღირებულება 20-30 თეთრია გინდა საქართველოში იყოს წარმოებული და გინდაც უცხოეთში, დანარჩენი არის ბრენდირების, მარკეტინგის და მოგების მარჟის საკითხი.  1000 % სცილდება ხოლმე ხშირად თამბაქოს კომპანიების მოგება. შესაბამისად არანაირი ხელშეწყობა არ უნდა ჰქონდეს ამ ეკონომიკურად დამაზარალებელ მიმართულებას,  იქნება ეს  ადგილობრივი წარმოება თუ უცხოური. ჩვენ არ უნდა გამოვდგეთ კონკრეტული ბიზნეს-ოპერატორების თუ მწარმოებლების დამცველები.  

 

ყველა ახალი ამბავი
0