,,მალბოროც კი“... ანუ სიგარეტის ფასები და სარეკლამო კამპანია

© photo: Sputnik / Игорь Зарембо / გადასვლა მედიაბანკშიMarlboro
Marlboro - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის ჟურნალისტი შეეცადა გაერკვია გახდება თუ არა სიგარეტის გაძვირება სტიმული მწეველებისათვის, რომ ამ მავნე ჩვევას თავი დაანებონ.

თეონა გოგნიაშვილი

სამხრეთ ამერიკაში მცხოვრები მაიას ტომის აღმოჩენა, რომელიც XXI საუკუნის სენად იქცა აბორიგენებმა პირველად კოლუმბს შესთავაზეს, რომელმაც მის მიერ დაგემოვნებული თამბაქო XVI საუკუნის დასაწყისში ევროპას გააცნო. მას შემდეგ კაცობრიობა დაიყო სამ ნაწილად: მწეველებად, არამწეველებად და იმ კატეგორიად, ვინც ამაზე ფულს აკეთებს.. პირველები თამბაქოს აქტიურად და სიამოვნებით მოიხმარებენ. მეორენი ნიკოტინზე უარს აცხადებენ და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ. აი, მესამე კატეგორია კი ყველანაირად ცდილობს ამ ფაქტზე ბიზნესით, პიარ-კამპანიით თუ ეკონომიკური სანქციებით ფული გააკეთოს…

თამბაქო - Sputnik საქართველო
კომპანია „ომეგას“ მიერ შემოტანილ თამბაქოს ნაწარმზე ფასები გაიზარდა

სიგარეტის ზოგიერთ სახეობაზე ფასებმა მოიმატა- ეს ამბავი ყველაზე ადრე ბუნებრივია, მწეველებამდე მივიდა და  ძალიან მალე პოლიტიკური სპეკულაციის თემად იქცა, გულუბრყვილობაა ვიფიქროთ, რომ ორ კომპანიას,,ფილიპ მორისსა" და,,ომეგას'' შორის დავა მწეველთა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად წარმოიშვა. ეს ფაქტი არც აქციზის გაძვირებასთანაა კავშირში. იმ მწეველებისთვის კი, ვინც მხოლოდ გაძვირებული სიგარეტების მომხმარებელია, შესაძლოა, გამოსავალი სხვა ბრენდზე გადართვა გახდეს. 

ასეა თუ ისე, გადავწყვიტეთ, ამ ფაქტზე ხალხის აზრი გაგვეგო…

თამარ გ. 32 წლის, ოფის-მენეჯერი: მე,,პარლამენტის" მომხმარებელი ვარ და ორი კვირააა არ მომიწევია, მას შემდეგ რაც მასზე ფასმა მოიმატა, იძულებული გავხდი, სხვა სიგარეტზე გადავსულიყავი. რა თქმა უნდა ეს ჩემთვის დისკომფორტია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მალე დარეგულირდება.

გიორგი მ.26 წლის, სტუდენტი: ფასები მოუმატეს? მე ვერ შვატყვე. ვიცი, რომ მარტო,,პარლამენტი“ და,,მალბოლო“ გაძვირდა. მე,,კენტს“ ვეწევი და ის პირიქით გაიფადა.

მაია კ.47 წლის, კერძო უმაღლესი სასწავლებლის პედოგოგი: რა აზრის უნდა ვიყო? უარყოფითი აზრი მაქვს! მე მარტო,,მალბოროს“ვეწევი და გიჟს ვგავარ. თან კონკრეტულმა სიგარეტმა ხომ იცით, მიჩვევა იცის?— მე სხვას ვერც მოვწევ.

ლალი ვ. 28 წლის, ჯიხურის გამყიდველი: არ ვიცი, სხვაგან როგორ ხდება, მაგრამ ჩვენთან ძვირფას სიგარეტებს არავინ კითხულობს. მეც მარტო იაფფასიანებს ვეწევი, მათი ფასიც თუ ძალიან მოიმატებს, მაშინ რა ვიცი, ალბათ თავის დანებება მომიწევს.

რევაზ შ. 73 წლის, პენსიონერი: მე არ ვეწევი და არც მაინტერესებს სიგარეტის ფასები, მაგრამ ისე, თვალსა და ხელს შუა ყველაფერი ძვირდება და სიგარეტზე იქნება ფასები მომატებული თუ მარილზე, ჩემთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს? ცხოვრება გაძვირდა!… 

Сигареты. Архивное фото - Sputnik საქართველო
კალანდაძე: “ სიგარეტის და სასმელის გაძვირება ბიუჯეტზე ნეგატიურად მომავალში აისახება“

და ბოლოს, თუკი სიგარეტის თემის აქტუალიზაციას სარეკლამო კუთხით შვხედავთ, გავიხსენებთ, რომ კერძო სტუდიებმა სიგარეტის საწინააღმდეგო უამრავი ვიდეო რგოლი შექმნეს. ის ფაქტი, რომ გრამი ნიკოტინი ცხენს კლავს,- როგორც წესი, მწეველს დღეს შიშის რა მოგახსენოთ და, ირონიულ ღიმილსაც აღარ გვრის. ასე რომ, მგონი, ერთადერთი, რასაც ცნობილმა,,პიარშიკებმაც“ უკიდურესი საფრთხის შემცველი სლოგანებითაც ვერაფერი დააკლეს, ისევ სიგარეტია, რადგან მათი ეკრანზე დატრიალების შემდეგ მწეველთა რაოდენობა დედამიწაზე არა და არ მცირდება!… 

სიგარეტის საწინააღმდეგო სარეკლამო კამპანიიდან ერთი მახსენედება, ყველაზე ეშმაკური და თავის თავში რეკლამის შემცველი. საქართველოში გაძვირებულ ამ ბრენდის ნაწარმს იულიუს კეისრის სიტყვები:,,ვენი, ვიდი, ვიცი“ ამშვენებს. სარეკლამო ფრაზა კი ასე ჟღერს:,,გახსოვდეთ, სიგარეტი ვნებს თქვენს ჯანმრთელობას,,,მალბოროც“ კი“!… 


ყველა ახალი ამბავი
0