კომპანია „ომეგას“ მიერ შემოტანილ თამბაქოს ნაწარმზე ფასები გაიზარდა

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშითამბაქო
თამბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
„პარლამენტის“ ფასია 10 ლარი, „მარლბოროსი“- 8 ლარი, „ელ-ემი“ 4 ლარი გახდა, „ჩესტერფილდი“ 5 ლარი, „ბონდი“ 3 ლარი.

თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. 1 იანვრიდან საქართველოში კომპანია „ომეგას“ მიერ შემოტანილ თამბაქოს ნაწარმზე ფასები საკმაოდ გაძვირდა. 

როგორც კომპანიაში განმარტავენ,  „პარლამენტის“, „მარლბოროს“, „ჩესტერფილდისა“ და „ელ-ემის“ ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა. 

„პარლამენტის“ ფასია 10 ლარი, „მარლბოროსი“- 8 ლარი, „ელ-ემი“ 4 ლარი გახდა, „ჩესტერფილდი“ 5 ლარი, „ბონდი“ 3 ლარი. საქართველოში თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორი კომპანიების განმარტებით, ფასზე მოლაპარაკება მიმდინარეობს“, — ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

Продажа вина в Москве - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა თამბაქოსა და ალკოჰოლზე აქციზის გაზრდას

გაძვირების სავარუდო მიზეზად კი აქციზის მოსალოდნელი ზრდა სახელდება.

2016 წლის 1 იანვრიდან საქართველოში იზრდება აქციზის განაკვეთი თამბაქოს ნაწარმსა და ზოგიერთ ალკოჰოლურ სასმელზე. შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, პარლამენტმა 2015 წლის 11 დეკემბერს მიიღო. 

კანონის მიზანია თამბაქოზე კონტროლის გამკაცრება, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და და ალკოჰოლურ სასმელებზე სააქციზო განაკვეთის ოპტიმიზაცია.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0