თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. 2016 წლის 1 იანვრიდან საქართველოში იზრდება აქციზის განაკვეთი თამბაქოს ნაწარმსა და ზოგიერთ ალკოჰოლურ სასმელზე. შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, პარლამენტმა 11 დეკემბერს მიიღო, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი იტყობინება.
კანონის მიზანია თამბაქოზე კონტროლის გამკაცრება, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და და ალკოჰოლურ სასმელებზე სააქციზო განაკვეთის ოპტიმიზაცია.
პროექტის თანახმად, 2016 წლის 1 იანვრიდან სააქციზო მოსაკრებელი ფილტრიან სიგარეტზე იზრდება (20 ღერზე) — 0,20 ლარის ოდენობით;უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) — 0,05 ლარის ოდენობით; მოქმედი კანონმდებლობით, ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) სააქციზო მოსაკრებელი 0,9 ლარს შეადგენს, ხოლო უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) – 0,25 ლარს. დოლარის მიმდინარე კურსია 2,4 ლარი.
გარდა ამისა, ორჯერ იზრდება აქციზის პროპორციული განაკვეთი ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე. და 10 %-ს შეადგენს. 2015 წლის 1 ივლისიდან ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე საქართველოში შემოიღეს გადასახადის ე.წ „შერეული სისტემა“. თამბაქოს ნაწარმზე აქციზი განისაზღვრება როგორც რაოდენობის და წონის მიხედვით, ისე საცალო სარეალიზაციო ფასის მიხედვით.
პროექტის თანახმად, ასევე 2016 წლის 1 იანვრიდან ვისკიზე, რომზე და ტაფიაზე, ჯინისა და ღვიის ნაყენზე აქციზის განაკვეთის 10 ლარიდან 15 ლარამდე, ხოლო სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე და ეთილის სპირტზე (გარდა, ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით მიღებული სპირტის ნაყენებისა,ლიქიორებისა და ზოგიერთი სხვა დაბალ ალკოჰოლური სასმელისა), აქციზის განაკვეთი გაიზრდება — 10 ლარამდე 1 ლიტრზე.
მოქმედი კანონმდებლობით, სააქციზო მოსაკრებელი ეთილის სპირტზე 1 ლიტრზე 5,2 ლარს შეადგენს.
აღნიშნული შესწორებების მიღება 90 მილიონი ლარით გაზრდის 2016 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს, თვლიან ფინანსთა სამინისტროში.
ამავე დროს, 2016 წლიდან სააქციზო გადასახადი სპირტიან სასმელებზე რომლებიც ხილის ან ყურძნის საფუძველზეა დამზადებული, საქართველოშოი 35%-ით მცირდება. ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, 2016 წლის 1 იანვრიდან, 1 ლიტრ სასმელზე აქციზის გადასახადი 9,2 ლარის ნაცვლად 6 ლარი იქნება.
სააქციზო განაკვეთი თამბაქოს ნაწარმზე, ეთილის სპირტზე და ალკოჰოლურ სასმელებზე ბოლოს 2015 წლის 1 იანვარს გაიზარდა. კერძოდ, აქციზური მოსაკრებელი ფილტრიან სიგარეტზე (20 ცალი) გაიზარდა 0,15 ლარით, უფილტროზე (20 ცალი) – 0,05 ლარით. სააქციზო გადასახადი ეთილის სპირტზე და სხვა ალკოჰოლურ პროდუქციაზე ორჯერ გაიზარდა.