საქართველოში ზოგიერთ სპირტიან სასმელზე აქციზი 35%-ით შემცირდება

© photo: Sputnik / Евгений Биятов / გადასვლა მედიაბანკშიПродажа вина в Москве
Продажа вина в Москве - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან 1 ლიტრ სასმელზე, ნაცვლად 9,2 ლარისა, აქციზის გადასახადი 6 ლარი გახდება.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ხილისა და ყურძნის მასალაზე დამზადებულ სპირტიან სასმელებზე აქციზის გადასახადი მცირდება-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე აღინიშნა. საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან 1 ლიტრ სასმელზე, ნაცვლად 9,2 ლარისა, აქციზის გადასახადი 6 ლარი გახდება. 

 ეკონომიკურმა საბჭომ ასევე მოიწონა საქართველოს ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული (სატრანზიტო) ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პროექტი.


ყველა ახალი ამბავი
0