ნატო საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის განვითარებაში დაეხმარება

© FB/МИД Грузииსაქართველო–ნატოს კომისიის სხდომა
საქართველო–ნატოს კომისიის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატოს მონაწილე ქვეყნებმა შეაფასეს საქართველოს პროგრესი დემოკრატიის გამტკიცებაში, ეკონომიკურ განვითარებასა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციაში, ასევე იმედი გამოთქვეს, რომ საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში უმაღლესი სტანდარტებით ჩატარდება.

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოკავშირეები უზრუნველყოფენ საქართველოს მხარდაჭერას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის განვითარების გზაზე, აღნიშნულია საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე საქართველო–ნატოს კომისიის შედეგების მიხედვით ერთობლივ განცხადებაში.

კომისიის სხდომა ნატოს სამიტის ფარგლებში პირველად გაიმართა. ორდღიანი სამიტი ვარშავაში პარასკევს გაიხსნა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით ახალი ნაბიჯების გადადგმაზე… მოკავშირეები დახმარებას გაუწევენ საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისა და საჰაერო მეთვალყურეობის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით. მოკავშირეები, საქართველოს თავდაცვისა და მდგრადობის გაძლიერების მიზნით, ორმხრივ ფორმატშიც ახორციელებენ სხვადასხვა პროგრამებს. ჩვენ ასევე უფრო მეტ ყურადღებას მივაპყრობთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას.“, – აღნიშნულია ნატოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
ნატო მხარს უჭერს საქართველოში რეფორმებსა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას
 

ასევე აღნიშნულია, რომ ახალი ინიციატივები, რომლებიც  დაკავშირებულია თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ნატოსთან თანათავსებადობასთან, საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას, ალიანსში გაწევრიანების გზაზე მომზადებაში ეხმარება.

„ბუქარესტის სამიტზე, 2008 წელს, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება და МАР–ი ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი იქნება; მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ამ შეთანხმების ყველა ელემენტს ისევე, როგორც მომდევნო გადაწყვეტილებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ალიანსის წევრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დაარწმუნა, რომ ნატოს წევრობა საქართველოს მთავარი საგარეოპოლიტიკური  პრიორიტეტია.  

მან შეხვედრის მონაწილეებს გააცნო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება, ამ რეგიონებთან მიმართებით ხელისუფლების სტრატეგია, ასევე ჟენევის  საერთაშორისო მოლაპარაკებების მსვლელობა. 

ღვინო - Sputnik საქართველო
ღვინო, როგორც არგუმენტი - საქართველო ნატოს გულისკენ მიმავალ გზებს ეძებს

ჯანელიძემ ნატოს მოკავშირეებს ალიანსისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა განაგრძოს რეფორმების გატარება,რომლებიც ყოველწლიური ეროვნული პროგრამით (ANP) არის გათვალისწინებული. 

ნატოს მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეაფასეს საქართველოს პროგრესი დემოკრატიის გამტკიცებაში, ეკონომიკურ განვითარებასა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციაში. 

ასევე მათ იმედი გამოთქვეს, რომ საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტებით ჩატარდება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნატოს მოკავშირეები მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოს წვლილს  ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს ოპერაციებში და საქართველოს ჩართულობას ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში.

აღნიშნული ძალისხმევა, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის ჩათვლით, წარმოაჩენს საქართველოს მზაობას და უნარს წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, აღნიშნულია დოკუმენტში.

ნატოს სამიტი - Sputnik საქართველო
ნატოს სამიტი: ვარშავაში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული

მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ისინი მიესალმებიან საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ აღებულ ვალდებულებას და მოუწოდებენ რუსეთს,  შეცვალოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილე გახდა. 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა ინტენსიურ ფაზაში შევიდა. 

2014 წლის სექტემბერში უელსის სამიტზე საქართველოს წარედგინა ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც მის ალიანსში გაწევრიანების სწრაფვას უწყობს ხელს.


ყველა ახალი ამბავი
0