ნატო მხარს უჭერს საქართველოში რეფორმებსა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას

© https://www.facebook.com/NATO?fref=tsიენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლონეთის დედაქალაქში სამიტის მიმდინარეობისას საქართველო-ნატოს კომისიის სხდომა გაიმართება.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. ნატო მიესალმება პროგრესს, რომელსაც საქართველო, როგორც ალიანსის წევრობის კანდიდატი ქვეყანა აღწევს, და კვლავ გააგრძელებს მის მხარდაჭერას, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
საქართველო ნატოს სამიტისგან მკაფიო გადაწყვეტილებებს ელოდება

მან აღნიშნა, რომ ალიანსის კარი კვლავ ღიაა — ამჟამად ორგანიზაციის წევრობის მიღების პროცედურას ჩერნოგორია გადის. რაც შეეხება საქართველოს, ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსში „მხარს ვუჭერთ მას შეიარაღებული ძალების მოდერნიაზაციასა და რეფორმირებაში, რათა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატოს სტანდარტებს“.

„მივესალმებით საქართველოს პროგრესს და კვლავ გავაგრძელებთ მხარდაჭერას“, — განაცხადა სტოლტენბერგმა ვარშავის სამიტის საექსპერტო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ყველა ახალი ამბავი
0