საქართველო ნატოს სამიტისგან მკაფიო გადაწყვეტილებებს ელოდება

© FB/МИД Грузииმიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კონფერენციაზე ქვეყნის მოლოდინებზე ისაუბრა.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველო მკაფიო გადაწყვეტილებებს ელოდება ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის თაობაზე, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვაშინგტონში.

მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
ჯანელიძე: ვიზალიბერალიზაციის გადადება შიდაპოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირდება

მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კონფერენციაში „ნატოს სამომავლო გაფართოება და ევროპული უსაფრთხოების ახალი მიჯნები“.

„საქართველო ელოდება კიდევ უფრო მკაფიო სიგნალს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების შეუქცევადობის თვალსაზრისით და ასევე პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით“, — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველო სამაგალითო გახდა რეგიონში ინსტიტუციონალური რეფორმების მხრივ.

საქართველო ნატოს ვარშავის სამიტისგან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდასა და ნატო–საქართველოს ურთიერთობებში ახალ დადებით ასპექტებს ელოდება.

ყველა ახალი ამბავი
0