ნატოს სამიტი: ვარშავაში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული

© photo: Sputnik / Алексей Витвицкий / გადასვლა მედიაბანკშინატოს სამიტი
ნატოს სამიტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვარშავაში, ნატოს სამიტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, კვირის ბოლომდე საგანგებო ვითარების რეჟიმი იმოქმედებს.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. პოლონეთის დედაქალაქში, ნატოს სამიტის გახსნის დღეს, უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული: გადაკეტილია ათეულობით ქუჩა, მთლიანად იზოლირებულია ეროვნული სტადიონის, ისტორიული ცენტრის მიმდებარე ტერიტორია და ვისლას სანაპიროს ცალკეული უბნები, იუწყება „Sputnik მოლდოვა“.

საგანგებო ვითარების რეჟიმი ქალაქში კვირის ბოლომდე გასტანს.

ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაწილობრივ და სრულად შეზღუდვასთან ერთად, ვარშავაში აიკრძალა მცირე ავიაციის — საჰაერო ბუშტების, დრონების გაშვება. ოფიციალურად გადაკეტილ ათობით ქუჩაზე შეიზღუდა ან სრულად აიკრძალა ავტომობილების გაჩერება.

გზებზე ვითარების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „ცხელ ხაზზე“, რომელიც პოლიციამ ხუთშაბათს საღამოს აამოქმედა.

მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
საქართველო ნატოს სამიტისგან მკაფიო გადაწყვეტილებებს ელოდება

ქალაქის სამსახურებმა ქუჩებიდან გაიტანეს 600 ურნა, საყვავილეები, საგზაო სამსახურმა ცენტრში 27 ველოპარკი გააუქმა, იქ დატოვებული ველოსიპედები კი „დროებით დააპატიმრა“.

ეროვნული სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მაღალჩინოსნების სესიები და ბრიფინგები გაიმართება, დაკეტილია მაღაზიები, კაფეები, დაწესებულებები. არ მუშაობს მეტროსადგური. მორიგეობს ასეულობით პოლიციელი, შიდა ქუჩებში სპეცტრანსპორტი დგას. პარასკევს დილიდან სტადიონის თავზე ვერტმფრენები ფრენს.

ამასთან, ვარშავაში, ნატოს სამიტის მუშაობის პერიოდში, განაცხადია შეტანილი 12 აქციაზე, მათ შორისაა აქცია სამხედრო ბლოკის წინააღმდეგ.  აქციების გამართვის ადგილები ნატოს სამიტის დელეგატების თავშეყრის ადგილებიდან მნიშვნელოვნად არის დაშორებული.

ყველა ახალი ამბავი
0