„საქართველომ არ გამიშვა“, ანუ საინტერესო ადგილების ტოპ-ხუთეული

© photo: Sputnik / Levan Avlabreliეკატერინა ნესტეროვა
ეკატერინა ნესტეროვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის პროექტი „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ კიეველი ეკატერინა ნესტეროვას არაჩვეულებრივ ისტორიას გაგაცნობთ.

ეკატერინა ნესტეროვა ჩვენს ქვეყანაში სრულებით შემთხვევით მოხვდა. ასევე მოულოდნელად — თავისთვისაც და ახლობლებისთვისაც — თბილისში გადმოსვლა გადაწყვიტა. ეკატერინას უყვარს საქართველოში მოგზაურობა. ამჟამად მას აქ თავისი, ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნესი აქვს.

საქართველო — დიდი ქვეყანა
ერთხელ, როცა ხანგრძლივი უქმეები მქონდა, დასასვენებლად წასვლა მომინდა. სპონტანურად და იმპულსურად საქართველო შევარჩიე, რადგან აქ ჩამოსასვლელად ვიზა არ მჭირდებოდა. მაშინ ვფიქრობდი, რომ რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა, ერთ-ორ დღეში ყველაფერს დავათვალიერებდი. როგორ ვცდებოდი…

თბილისი-ასი წლის შემდეგ - Sputnik საქართველო
ტფილისიდან თბილისამდე – ფირზე შეჩერებული დრო

ისე, რომ ინტერნეტში არაფერი წამიკითხავს, რას გავაკეთებდი და დავათვალიერებდი აქ, საქართველოში გამოვემგზავრე. ტურისტული ტურით არ გამოვფრენილვარ, ნაცნობები და მეგობრებიც აქ არ მყოლია. ჩამოვედი და მივხვდი, რომ საქართველო ძალიან დიდია — მდიდარია ბუნებით, ისტორიით და რომ ორი კვირა მის გასაცნობად არ მეყოფოდა.

შემდეგ კიდევ რამდენჯერმე ჩამოვედი. ყოველ ჯერზე საინტერესო იყო. ბევრს ვმოგზაურობდი — ავტოსტოპით, ნაცნობებთან და მეგობრებთან ერთად, რომლებიც აქ მალევე გავიჩინე, და მარტოც.

ევროპის რომელიმე ქვეყანაში მინდოდა საცხოვრებლად გადასვლა. ეს აზრი აქ პირველ ჩამოსვლამდეც მქონდა. და აი, აქ ერთ-ერთი ჩამოსვლის შემდეგ საქართველომ აღარ გამიშვა. და მივხვდი, რომ აქ ის ადგილია, სადაც მინდა ცხოვრება.

© Levan Avlabreliეკატერინა ნესტეროვა
ეკატერინა ნესტეროვა - Sputnik საქართველო
ეკატერინა ნესტეროვა

განსაკუთრებული საქართველო

პირველი — ადამიანებთან ურთიერთობით მიღბული შოკი იყო. ყველა ისეთი გულთბილი, სტუმართმოყვარეა. ეს ჩემთვის საკმაოდ უჩვეულო იყო. ჩემთან სამშობლოში ასე მიღებული არ არის, ადამიანები უფრო ჩაკეტილი არიან. ეს კი ჩემი ნატურისთვის უფრო ახლობელი აღმოჩნდა.

თუ კიევში ვინმე გაგიმასპინძლდება, ან რესტორანში დაგპატიჟებს, რაღაცნაირად დავალებულად გრძნობ თავს. მოგვიანებით რაიმე საპასუხო უნდა გააკეთო. საქართველოში ეს ასე არ არის. აქ გულთბილი ხალხია და სხვანაირი სტუმართმოყვარეობაა. ის წრფელი გულიდან მოდის და პასუხს არ მოითხოვს. ის, უბრალოდ, არსებობს.

მიუხედავად განსხვავებისა, საქართველოსა და უკრაინაში ადამიანები ცხოვრების სხვა მრავალ სფეროში ერთმანეთს მენტალიტეტით გვანან. დიდი პრობლემები ურთიერთგაგებასთან დაკავშირებით არ არის. აქ საკმაოდ ადვილია რუსულ და ინგლისურ ენებზე ურთიერთობა.

სვანური კოშკები, მთები და უნიკალური ბუნება - დაუვიწყარი სვანეთიВЕРСИЯ - Sputnik საქართველო
სვანური კოშკები, მთები და უნიკალური ბუნება - დაუვიწყარი სვანეთი

არის კიდევ რამდენიმე ნიუანსი, რომლებიც აქ შევნიშნე. მინდა გამოვყო ის, რომ ქართველებს უარის თქმა არ შეუძლიათ. დავუშვათ, პარტნიორთან რაიმე ბიზნეს-საკითხებზე მსჯელობ, ის თითქოს გეთანხმება, თან არ გეთანხმება. თუ მას არ სურს და არ აწყობს, ის, უბრალოდ, იკარგება. ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც აქ ვცხოვრობ, არცერთხელ არ მომისმენია პირდაპირი უარი.

საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია ნაცნობები. აქ ყველაფერი ნაცნობობით კეთდება. მხედველობაში არ მაქვს მექრთამეობა ან კორუფცია, პირიქით. იმისთვის, რომ საქართველოში პატიოსნად და კარგად იმუშაო ვინმესთან, ადამიანში დარწმუნებული უნდა იყო. ჩვეულებრივ, ეს უნდა იყოს მეგობრის ან ახლობლის „შემოწმებული ნაცნობი“.

ეს, ალბათ, იმიტომ ხდება, რომ ქართული ინტერნეტ-სივრცე ჯერჯერობით კარგად განვითარებული არ არის. ქართულ ვებგვერდებზე რაიმე აუცილებლის ან სასარგებლოს მოძიება ძალზე რთული, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

აქ ძალიან  რაც მახარებს, უსაფრთხოების გრძნობაა. აბსოლუტურად მშვიდად შეგიძლია ღამით იარო და დარწმუნებული იყო, რომ არაფერი მოხდება. შეგიძლია, დატოვო ჩანთა და სადმე გახვიდე, მას არავინ აიღებს.

© Levan Avlabreliეკატერინა ნესტეროვა
ეკატერინა ნესტეროვა - Sputnik საქართველო
ეკატერინა ნესტეროვა

საქართველოში ცხოვრება გემრიელია

ქართული სამზარეულო შესანიშნავი და ელეგანტურია. თუ მხოლოდ ხინკალსა და ხაჭაპურს არ „ჩაეჭიდები“, აქ მრავალი ახალი და საინტერესო რამ შეიძლება დააგემოვნო. ზოგიერთი უცხოელისგან ხშირად მესმის, რომ მესამე დღეს უკვე ძნელია ჭამა, მძიმე საკვებია, ძალიან ცხარე და უჩვეულოა.

მე კი დაჟინებით ვამტკიცებ, რომ სამზარეულო არაჩვეულებრივი და საინტერესოა. ყველაფერი უნდა გასინჯო. მაშინ ქართული სამზარეულო მძიმე აღარ მოგეჩვენება, პირიქით, მთელი თავისი მრავალფეროვნებით წარდგება თქვენ წინაშე.

პაბლო ფერარი თელავთან ახლოს - Sputnik საქართველო
პაბლო ფერარი: დღემდე მიჭირს იმის აღქმა, რამდენად ძველია საქართველო და თბილისი

და მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩემი უსაყვარლესი ქართული კერძი მაინც ხინკალია. კიდევ ძალიან მიყვარს ნიგვზეული — ფხალი, ბადრიჯანი და საცივი. თევზსაც ძალიან გემრიელად ამზადებენ. მაგრამ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, სად ამზადებენ. მაგალითად, ძალიან მიყვარს ფასანაურის ხინკალი.

ძალიან მიყვარს ტრადიციული ქართული ქვევრის ღვინო, განსაკუთრებით საფერავი და მუკუზანი. ეს მშრალი წითელი ღვინოები ევროპულს სრულებით არ ჰგავს. ქვევრი მას განსაკუთრებულ გემოს აძლევს და ეს ძალიან მომწონს.

აქ ყველაფერი ძალიან გემრიელია. სამზარეულოზეც არ ვამბობ, უბრალოდ, გემრიელია სუნთქვა, წყალი. ძალზე გემრიელი პროდუქტებია — ხილი და ბოსტნეული. აქ ცხოვრებაა გემრიელი.

© Levan Avlabreliეკატერინა ნესტეროვა
ეკატერინა ნესტეროვა - Sputnik საქართველო
ეკატერინა ნესტეროვა

საქართველოში!

საქართველოში ერთ ადგილზე ჯდომა არ გამოდის. ქვეყნის სხვადასხვა წერტილში მოგზაურობისას ეს ადგილები მუდმივად სხვადასხვაგვარად გიხსნის კარს. ქვეყანა ძალიან მომწონს და რაც მომწონს, მინდა, სხვასაც გავუზიარო. თავდაპირველად ეს იყო რჩევები Facebook-ში, შემდეგ მოკლე სტატიები, შემდეგ — ტოპები.

თანდათან გამიჩნდა იდეა, შემექმნა ტურისტული პორტალი რჩევებითა და საქართველოზე სასარგებლო ინფორმაციებით. ასე შეიქმნა V-georgia — საქართველოში, სადაც ადამიანებს საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებ. უკვე შეიკრიბა ელექტრონული წიგნიც — „100 რჩევა და სასარგებლო ფაქტი მათთვის, ვინც საქართველოში მიდის“. ყველაფერი, რაც იქ წერია, შეიძლება ითქვას, რომ პირადად „მოვიპოვე“. პორტალი, ნაწილობრივ, საქართველოს შესახებ ბლოგს ჰგავს.

ჟურნალისტებმა აჭარული ხაჭაპური გამოაცხვეს - Sputnik საქართველო
რუსმა ჟურნალისტებმა აჭარული ხაჭაპურის მომზადება ისწავლეს

თავდაპირველად არანაირი ბიზნეს-იდეა არ ყოფილა. უბრალოდ, მინდოდა, საქართველო რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეყვარებოდა ისე, როგორც ჩვენ, საიტის შემქმნელებს შეგვიყვარდა. მასზე მუშაობაში ჩემი კიეველი მეგობარი დამეხმარა. ახლა სტუმრების რუკა ჩავუშვით, რომელიც სხვადასხვა დაწესებულებაში ფასდაკლებებზე ინფორმაციას შეიცავს. ჩვენც აქტიურად ვსარგებლობთ ამით.

ჩემი აზრით, საქართველო დაფასებული არ არის. ის ძალზე კომფორტული, საინტერესო, უსაფრთხოა. აქ ბევრი რამაა სანახავი და დროსაც საინტერესოდ გაატარებ. ეს მინდოდა მეთქვა მთელი მსოფლიოსთვის. შედარებით მცირე ტერიტორიაზე არის ზღვა, მთები, ქალაქი-გამოქვაბულები, მრავალი ისტორიული ძეგლი.

სამცხე-ჯავახეთი — ეს პატარა ქართული ტიბეტია, სურათი აბსოლუტურად მსგავსია. დავით გარეჯი და მისი შემოგარენი ირლანდიას ჰგავს. კაცხის სვეტი — ბერძნულ მეტეორას. საქართველოში რომ ჩამოხვალ, ისეთი მრავალფეროვნებაა, შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო მოიარე. საბჭოთა კავშირშიც კი შეგიძლია მოხვდე, თუ საბაგირო გზების ქალაქს — ჭიათურას ესტუმრები.

© Levan Avlabreliეკატერინა ნესტეროვა
ეკატერინა ნესტეროვა - Sputnik საქართველო
ეკატერინა ნესტეროვა

 „გაუპიარებელი“ ადგილების ტოპ-ხუთეული, რომლების ნახვაც ნამდვილად ღირს

ადგილების ტოპი რომ შევადგინოთ, რომლებიც საქართველოში უნდა მოინახულოთ, მე ისეთ ადგილებს შევარჩევდი, რომლებიც ტურისტებში არცთუ პოპულარულია. იმავე მცხეთას ან სიღნაღს ნებისმიერი დაგისახელებთ. ჩემთვის კი საქართველო სხვადასხვა ტურზე ბევრად უფრო მრავალფეროვანია. თუ თბილისში იყავი, ერთი დღით ავტობუსით სადმე გახვედი და დაბრუნდი — საქართველო არ გინახავს. იქ შენით უნდა წახვიდე, ყოველგვარი საგზურის გარეშე.

პირველ ნომრად ჟინვალის წყალსაცავს დავასახელებდი — არა ანანურის, არამედ მეორე მხრიდან. ყველა ადგილს შორის სადაც ვყოფილვარ, მათ შორის ხმელთაშუა ზღვა, ეს ბანაობისთვის საუკეთესო ადგილია. წყალი გამჭვირვალე, ზურმუხტისფერი და სუფთაა. ფსკერამდე 10 მეტრი ჩანს.

ძალიან მომწონს ხევსურეთი. კერძოდ, დათვისჯვრის უღელტეხილი. როცა მთის წვერზე, ერთ ციდა ადგილზე დგახარ და ერთ მხარეს ერთ ხეობას გასცქერი და მეორე მხარეს — მეორეს. ორივე მხარეს უკიდეგანო ჰორიზონტია, ხოლო ქვევით — ღრუბელი. ეს უღელტეხილებისთვის იშვიათობაა.

ძალიან მიყვარს დავით გარეჯის მონასტერი. მისკენ მიმავალი გზაც ძალიან ლამაზია. ზედა გამოქვაბულებიც აუცილებლად უნდა ნახო. იქ წასვლა გაზაფხულზე ჯობია, ჩემი აზრით, ეს საუკეთესო დროა იქ წასასვლელად.

© Levan Avlabrelეკატერინა ნესტეროვა
ეკატერინა ნესტეროვა - Sputnik საქართველო
ეკატერინა ნესტეროვა

კახეთში ძალიან მიყვარს ყვარლის ტბა. ის თითქოს მთებშია ჩაკარგული. წყნარი, ძალზე მყუდრო და უბრალოდ, ფანტასტიური ადგილია, სიმშვიდე და ბუნებასთან ერთიანობის განცდა გეუფლება.

ასევე ძალზე საინტერესო ადგილია გოდერძის უღელტეხილი — სადაც უკვე სოფლები იწყება. ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს გარშემო დროა, რომელიც სწრაფად მოძრაობს, მაგრამ იქ გაჩერებულია. იქ ყველაფერი ისეა, როგორც ასი-ორასი წლის წინ იყო.

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მეც ვერ მოვასწარი ჯერ ჩასვლა. ამ ზაფხულში ქვემო სვანეთის დალაშქვრას ვაპირებ, მოგვიანებით უშგულის ნახვა მინდა. თუშეთი მთლიანად მინდა მოვიარო. ეს, ალბათ, ჩემს ტოპს შეცვლიდა. იმედი მაქვს, საქართველო კიდევ გამაოცებს და ახალ შთაბეჭდილებებს მაჩუქებს.

ყველა ახალი ამბავი
0