სვანური კოშკები, მთები და უნიკალური ბუნება - დაუვიწყარი სვანეთი

გამოწერა

მთაგორიანი სვანეთი — საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კუთხე, რომელსაც ყოველწლიურად ათი ათასობით ტურისტი სტუმრობს. Sputnik-ის ვიდეოს საშუალებით შეგიძლიათ დატკბეთ სვანეთის სილამაზით.

სვანეთი — დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელიც ძირითადად სვანებითაა დასახლებული. სვანეთი ორ ნაწილად — ზემო და ქვემო სვანეთად იყოფა.

სვანური კოშკები მესტიაში. - Sputnik საქართველო
მთაგორიანი სვანეთი

ზემო სვანეთი თავისი სვანური კოშკებითა და ულამაზესი მესტიითა და უშგულით, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შესული.

სვანეთი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ ფერდობზე, მდინარეების — ცხენისწყლისა და ენგურის ხეობების ორმაგ ქვაბულში, რომელსაც ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრება კავკასიონის მთავარი ქედი შხარას, უშბას, თეთნულდისა და სხვა მწვერვალებით, რომელზეც საქართველო-რუსეთის საზღვარი გადის.

დღეს სვანეთს ათასობით ტურისტი სტუმრობს, რათა დატკბეს ამ მთაგორიანი ადგილის ველური და პირველყოფილი ბუნებრივი  სილამაზით.

ყველა ახალი ამბავი
0