პაბლო ფერარი: დღემდე მიჭირს იმის აღქმა, რამდენად ძველია საქართველო და თბილისი

© photo: courtesy of Pablo Ferrariპაბლო ფერარი თელავთან ახლოს
პაბლო ფერარი თელავთან ახლოს - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის პროექტი „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ იტალიელ–არგენტინელ ფოტოგრაფს პაბლო ფერარის წარმოგიდგენთ. პაბლომ ინტერნეტით გაიცნო ქართველი მხატვარი ქალბატონი ლიზა ვარაზი, შეუყვარდა და საქართველო სახლად ექცა.

სევდიანი დასაწყისი

ფოტოების გადაღება 2011 წელს დავიწყე — ჩვეულებრივი კამერითა და მობილური ტელეფონით. იმ პერიოდში დედაჩემი კიბოთი დაავადდა. ვიცოდი, დიდი დღე არ ეწერა და მინდოდა, მისი სიცოცხლის ყველა გაელვება დამეჭირა, ყველა მოძრაობა შემომენახა. მესმოდა, რომ მხოლოდ ესღა დამრჩებოდა მისგან…

აი, ასეთი სამწუხარო მიზეზი მქონდა ფოტოგრაფობის დასაწყებად. მერე და მერე, ეს ჰობი ძირითად საქმიანობად მექცა. ჯერ იყო და მეგობარი მუსიკოსები საკუთარ კონცერტებზე მეძახდნენ ფოტოების გადასაღებად, მერე უკვე საკუთარი გემოვნებით დავიწყე კადრების შერჩევა…

© Sputnik/Levan Avlabreliპაბლო ფერარი
პაბლო ფერარი - Sputnik საქართველო
პაბლო ფერარი

ჩემი სამყარო

დიდ პატივს ვცემ დოკუმენტურ და ჟურნალისტიკურ ფოტორეპორტაჟებს, მაგრამ ყოველდღიურობის ასახვა ჩემი საქმე არ არის. ხშირად მეუბნებიან, კომპოზიციას სხვებისგან განსხვავებულად ხედავო. შეიძლება ამიტომაც გადავწყვიტე, რომ საკუთარი პატარა ფოტოსამყარო შემექმნა.

ჩემი შთაგონების წყარო ხელოვნებაა. ხანდახან ისე ვამუშავებ ფოტოს, რომ ნახატის შთაბეჭდილებას ტოვებს, ხანდახან, პირიქით — ორიოდე შტრიხიც მაკმაყოფილებს. ფოტოების ფორმის საკუთარი სტილი მაქვს — ოთხკუთხა სურათები მომწონს და მიმაჩნია, რომ ეს ჩემი უნიკალური სამყაროს ნაწილია. სხვათა შორის, ბევრი ამახვილებს ამაზე ყურადღებას და, თანაც, საკმაოდ ხშირად…

© FB/Pablo Ferrariპაბლო ფერარი ქართველ მეგობართან ერთად
პაბლო ფერარი ქართველ მეგობართან ერთად - Sputnik საქართველო
პაბლო ფერარი ქართველ მეგობართან ერთად

ფოტოგრაფია ახლა უკვე ჩემი სამსახურია: გამოფენებსაც ვაწყობ, შეკვეთებსაც ვიღებ სხვადასხვა პრინტების ფოტოებზე, ვყიდი კიდეც და მსხვილ კომპანიებთან ერთობლივ პროექტებზეც  ვმუშაობ.

ფოტოგრაფობა მეტად ძვირადღირებული საქმიანობაა საიმისოდ, რომ უბრალოდ ჰობი იყოს. თუმცა ეს ჩემთვის უბრალოდ სამსახური კი არ არის, საყვარელი საქმეა.

სიყვარული პირველი ფოტოდან

ლიზა ინტერნეტით გავიცანი. ჩემი გვერდი უპოვია „ფეისბუქში“ და ხშირად ტოვებდა კომენტარებს ფოტოების ქვეშ. მერე უკვე მეც დავინტერესდი მისი შემოქმედებით და თვალყურის დევნება დავიწყე…

© FB/Pablo Ferrariპაბლო და ლიზა
პაბლო და ლიზა - Sputnik საქართველო
პაბლო და ლიზა

ორი წელი ასე გრძელდებოდა. მერე კი ურთიერთობა თანდათან გადაიზარდა „სკაიპში“ და ერთ დღესაც საქართველოში ჩამოსვლა გადავწყვიტე.

დაუვიწყარი პირველი შეხვედრა გვქონდა. დავინახე და მივხვდი, რომ ეს გოგო მართლა მიყვარდა. ლიზა ჩემ მუზად იქცა. მისი „ბრალია“, რომ ჩემი ფოტოები უფრო სიცოცხლით სავსე გახდა, სულ სხვა კოლორიტი შეიძინეს.

საქართველოში ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან გვერდით საყვარელი ადამიანი მყავს.

ქართულ მედიაში ლეგენდა დადის, თითქოს თბილისში სამი დღით ჩამოვედი და უკან, სამშობლოში ვეღარ ვბრუნდები. არ ვიცი, ვინ და საიდან მოიტანა ეს ამბავი, ასეთი არავისთვის არასდროს არაფერი მითქვამს.

დიახ, როცა საქართველოში ჩამოვედი, დარჩენას არ ვფიქრობდი, აქედან ინგლისში ვაპირებდი გამგზავრებას, მაგრამ ცოტა ხნის წინ უარი ვთქვი ნისლიან ალბიონზე გამგზავრებაზე — საყვარელ ადამიანთან დარჩენა ვამჯობინე.

საქართველოში ჩემი ჩამოსვლა 13 ივნისის წყალდიდობას დაემთხვა — ქალაქისთვის უმძიმეს და ძალიან დარდიან პერიოდს. უცნაური შეგრძნება იყო: დავდიოდი ქალაქში და ვიცოდი, რომ სადღაც, რომელიღაც ქუჩაზე შესაძლოა ჩემსავით სეირნობდა ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვი.

© Sputnik/Levan Avlabreliპაბლო ფერარი თავისი ნამუშევრით
პაბლო ფერარი თავისი ნამუშევრით - Sputnik საქართველო
პაბლო ფერარი თავისი ნამუშევრით

შთაბეჭდილება საქართველოზე

პირველი, რაც მაშინვე თვალში მეცა, ის იყო, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ეკლესიაა.

გამაკვირვა იმან, რომ ქართველები და არგენტინელები ტემპერამენტითაც ჰგვანან ერთმანეთს და მათი შეხედულებებიც ემთხვევა. არა და სანამ აქ ჩამოვიდოდი, ნახევარი მსოფლიო გადმოვიარე. ეტყობა, ადამიანები ყველგან ერთნაირები არიან…

ქართველები გარეგნულად იტალიელებსაც ჰგვანან და ესპანელებსაც. რომ არა სამეტყველო ენა, ძალიან გამიჭირდებოდა გამესაზღვრა მათი ეროვნება. აქაურებმა იტალიურად ლაპარაკი რომ დაიწყონ, ეჭვიც არავის შეეპარება მათ არაიტალიელობაში…

გამაოგნა ქართულმა ენამ. ეს ძალიან რთული, აბსოლუტურად უნიკალური, ყველა ენისგან განსხვავებული ენაა, არაფერი აქვს საერთო სხვებთან. ჩემი ყურისთვის, ცოტა არ იყოს, უხეშად ჟღერს. რაღაც–რაღაც სიტყვები უკვე ვისწავლე, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვლაპარაკობ ქართულად.

უცნაურია ისიც, რომ საქართველოში ბევრი „სხვადასხვა“ ქართველია — რაჭველი, იმერელი, გურული…

არგენტინაში მოგზაურობისას, რომელიც პლანეტის ლამის ერთ მეექვსედზეა გადაჭიმული, ადამიანი ამჩნევს, როგორ იცვლება კულტურა, როგორ ცოტა სხვანაირი ხდება პორტუგალიურის თუ ესპანურის აქცენტი… მაგრამ აქ, საქართველოში საკმარისია 100–150 კილომეტრი გაიარო, რომ თავი სულ სხვა ქვეყანაში გეგონოს…

© photo: courtesy of Pablo Ferrariთელავთან ახლოს
თელავთან ახლოს - Sputnik საქართველო
1/10
თელავთან ახლოს
© FB\\ Пабло Феррари სურამი
სურამი - Sputnik საქართველო
2/10
სურამი
© FB\\ Пабло Феррари ქობულეთის პლაჟი
ქობულეთის პლაჟი - Sputnik საქართველო
3/10
ქობულეთის პლაჟი
© FB\\ Пабло Феррари ძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
4/10
ძველი თბილისი
© FB\\ Пабло Феррари ყაზბეგი
ყაზბეგი - Sputnik საქართველო
5/10
ყაზბეგი
© photo: courtesy of Pablo Ferrariთელავი
თელავი - Sputnik საქართველო
6/10
თელავი
© FB\\ Пабло Феррари ძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
7/10
ძველი თბილისი
© FB\\ Пабло Феррари ნარიყალა
ნარიყალა - Sputnik საქართველო
8/10
ნარიყალა
© FB\\ Пабло Феррари ბორჯომი, ციხისჯვარი
ბორჯომი, ციხისჯვარი - Sputnik საქართველო
9/10
ბორჯომი, ციხისჯვარი
© FB\\ Пабло Феррари ძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
10/10
ძველი თბილისი
1/10
თელავთან ახლოს
2/10
სურამი
3/10
ქობულეთის პლაჟი
4/10
ძველი თბილისი
5/10
ყაზბეგი
6/10
თელავი
7/10
ძველი თბილისი
8/10
ნარიყალა
9/10
ბორჯომი, ციხისჯვარი
10/10
ძველი თბილისი

უძველესი საქართველო

აქამდე მიჭირს აღქმა და გაცნობიერება იმისა, რომ საქართველო ამდენად ძველი ქვეყანაა. თანამედროვე ქალაქში სეირნობ და უცბად მე–12 საუკუნის ციხე–სიმაგრეს აწყდები! თან ისე მშვიდად გეუბნებიან ამას, თითქოს ჩვეულებრივი ამბავი იყოს. არა და, თბილისი მანამდე აშენებულა, სანამ ამერიკას საერთოდ აღმოაჩენდნენ. ყველა ქვეყანას კი არ შეუძლია დაიკვეხნოს ამდენი უძველესი ტაძრითა და ციხით. თანაც, რაც უმთავრესია, ეს ყველაფერი ქართულია, რომ თქვენმა ხალხმა შეძლო საუკუნეებში გამოეტარებინა და შეენარჩუნებინა თავისი კულტურა, ენა და ხელოვნება.

მომწონს ფოტოების იმგვარად გადაღება, თითქოს დღეს კი არაა აღბეჭდილი ფირზე, არამედ რამდენიმე საუკუნის წინ. ვცდილობ, თანამედროვეობას გვერდი ავუქციო და ქართული ქალაქებისა და სოფლების ისტორიული  ნაწილები გადავიღო, ვაჩვენო, რამდენად მრავალფეროვანია და მშვენიერი ეს ქვეყანა — საქართველო…

ყველა ახალი ამბავი
0