საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით პრემიერი სპეციალურ განცხადებას აკეთებს

© FB/ Георгий Квирикашвилиგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი კვირიკაშვილი მოუწოდებს საზოგადოებას, სახელმწიფო სტრუქტურებსა და პოლიციას, პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათ მიერ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საქართველოში საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებასთან დაკავშირებით, ორშაბათს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  საგანგებო განცხადებით მიმართა პოლიტიკურ ძალებს, სახელმწიფო უწყებებს და მთელ საზოგადოებას. 

პრემიერი უპირველეს ყოვლისა მოუწოდებს ყველას, უმოკლეს დროში იქნას მიღებული წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსი, რომელსაც, პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანაში მოქმედი ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა შეუერთდება. 

ხედი თბილისზე - Sputnik საქართველო
ყველაზე ხანგრძლივი წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში

„ცნობილია, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო უკვე იხილავს ამ საკითხს, რაც უდავოდ მისასალმებელია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, და ამ განცხადების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომ ქცევის კოდექსში ჩადებულ პრინციპებზე შედგეს საზოგადოების ფართო კონსენსუსი. კონსენსუსი, რომ არ იქნება გამოყენებული ძალადობრივი მეთოდები, სიძულვილის ენა, ოპონენტების შეურაცხყოფა, ღირსების შემლახველი ქმედება; ასევე, უზრუნველყოფილი იქნება განსხვავებული აზრის პატივისცემა", — ნათქვამია პრემიერის განცხადებაში. 

პრემიერი ასევე მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, მის თითოეულ თანამშრომელს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ნაბიჯებს, რათა არ მოხდეს მათი შესაძლო გამოყენება რომელიმე მხარის სასარგებლოდ, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიისა. 

„უაღრესად მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს რესურსზე მაქსიმალურად თანაბარი ხელმისაწვდომობა. მინდა ყველას მოვუწოდო, არ დაუშვათ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის," — აღნიშნავს პრემიერი. 

ქართული ოცნების მიტინგი - Sputnik საქართველო
წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში: აკრძალვები და შეზღუდვები
 

„როგორც მმართველი გუნდის ლიდერმა, მინდა მივმართო ჩვენს მომხრეებს: ჩვენი ხელისუფლების მთავარი სიძლიერე და უპირატესობა სწორედ მის დამოკიდებულებაშია ოპონენტების და განსხვავებული აზრის მიმართ. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ეს მიდგომა და არავის მივცეთ საფუძველი კითხვის ნიშანი გაუჩნდეს ჩვენი მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩვენ ეს არ გვჭირდება — რადგან ისედაც გვაქვს ხალხის დიდი მხარდაჭერა!"-აღნიშნულია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში. 

პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებით მიმარტავს პოლიციას. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს არამარტო წესრიგის უზრუნველსაყოფად, არამედ დაძაბულობისა და ესკალაციის ნებისმიერი გამოვლინების პრევენციისთვის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რეგიონებს და ყველგან, სადაც დაპირისპირების რისკი მაღალია, უნდა მოხდეს მაქსიმალური მობილიზება.

მამუკა არეშიძე - Sputnik საქართველო
მამუკა არეშიძე: საარჩევნო კამპანია შავ პიარზე აიგება!
 

„სახელმწიფო სტრუქტურების და ინსტიტუტების ვალდებულებაა, უზრუნველყონ ყველა პოლიტიკური ძალის, განსაკუთრებით კი, ოპოზიციის კამპანიის შეუფერხებლად წარმართვა. უკვე დაწყებულია რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრები. ჩვენი ხელისუფლება უზრუნველყოფს თანაბარ, მშვიდ და კონსტრუქციულ წინასაარჩევნო გარემოს", —ნათქვამია განცხადებაში. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0