ყველაზე ხანგრძლივი წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliხედი თბილისზე
ხედი თბილისზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ოთხთვიანი წინასაარჩევნო პერიოდი პარტიებს საშუალებას მისცემს თავისი პოზიცია ქვეყნის მცხოვრებლებამდე მიიტანონ ისე, რომ მათ სწორი არჩევნის გაკეთება შეძლონ.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი წინასაარჩევნო ბრძოლის დაწყების თარიღზე  როგორც იქნა შეთანხმდნენ. ოპოზიცია კმაყოფილია, რომ პარტიებს საპარლამენტო არჩევნების წინ მოსახლეობასთან სამუშაოდ ოთხი თვე ექნებათ.

წინასაარჩევნო ბრძოლა საქართველოში 8 ივნისს დაიწყება, არჩევნები კი 8 ოქტომბერს ჩატარდება.

ევროსაბჭო - Sputnik საქართველო
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პარტიებს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

„კარგია, რომ პრეზიდენტი და პრემიერი შეთანხმდნენ. ძალიან კარგია, რომ წინასაარჩევნო კამპანია ძალიან კარგ ვადებში დაიწყება იმისათვის, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია თანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ“,-განაცხადა ოპოზიციური პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატმა ზურაბ აბაშიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები  ხანგრძლივი წინასაარჩევნო კამპანიის  თავდაპირველად წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ ახლა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის მიღწეული შეთანხმებით კმაყოფილები არიან.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, პოლიტიკური კულტურის განმტკიცებისათვის. ოთხი თვე შეიძლება ბევრი მოგეჩვენოს, რადგან ქვეყნისათვის  წინასაარჩევნო მდგომარეობაში ასე ხანგრძლივად  ყოფნა რთულია, რადგან გარკვეული დაძაბულობა იქმნება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მშვიდად და დემოკრატიულად ჩაივლის“,-აღნიშნა „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი სესიაშვილმა.

ირაკლი ალასანია - Sputnik საქართველო
ალასანია: „ქართულ ოცნებაში“ მართვადი ქაოსია

„რესპუბლიკური პარტიის“ დეპუტატმა თამარ კორძაიამ სახელმწოფოს პირველ პირებს შორის მიღწეული შეთანხმება დადებითად შეაფასა.

ყოფილ მმართველ პარტი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლებსაც არ აქვთ პრეტენზიები. ისინი მიიჩნევენ, რომ ოთხთვიანი ვადა მოსახლეობას არჩევნების დღეს სწორი და შეგნებული არჩევნის გაკეთების საშუალებას მისცემს.

„იმედი მაქვს, რომ თარიღი საბოლოოა და აღარ გადაიხედება. მაგრამ მე კიდევ ცოტა ხანს დავიცდიდი, რადგან მათ შეიძლება დაადგინონ, რომ შეცდომა დაუშვეს“,-თქვა დეპუტატმა სერგო რატიანმა.

პირველად საქართველოში

თავდაპირველად პრეზიდენტმა არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება შესთავაზა, ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით. მთავრობაში ამ იდეას არ დაეთანხმდნენ — პრემიერმა წინასაარჩევნო ბრძოლისათვის სამი თვის გამოყოფა შესთავაზა.

ერთი თვის შემდეგ სახელმწიფოს პირველმა პირებმა კონსენსუსის მიღწევა მაინც შეძლეს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში მათ დაეხმარნენ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი და საქართველოს ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, რომლებმაც კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღეს.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
„რესპუბლიკელები“ მმართველი კოალიციიდან გასვლის წინააღმდეგი არიან

პარლამენტში ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო ბრძოლის დაწყება საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაზე არ აისახება. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის სიტყვებით, პარლამენტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. 

„ჩვენი რეკომენდაცია ყოველთვის სამი-ოთხი თვე იყო. საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო პროცესები მოხდება, რადგან საარჩევნო კამპანია ორ თვეზე მეტ ხანს ჯერ არასდროს არ გაგრძელებულა“,- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა.

ამგვარად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა,ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა საერთო აზრს მიაღწიეს, რაც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა.

ყველა ახალი ამბავი
0