ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პარტიებს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

© PACE official websiteევროსაბჭო
ევროსაბჭო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების სისტემის საკითხის გადაწყვეტა უნდა დააჩქარონ.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოს პოლიტიკურ ძალებს საპარლამენტო არჩევნების სისტემაზე შეთანხმებისკენ მოუწოდეს, აღნიშნულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია მაჟორიტარი დეპუტატების ინსტიტუტის გაუქმების ვადებზე დავობენ. ხელისუფლებას მაჟორიტარული არჩევნების გაუქმება შემდეგი არჩევნებისთვის სურს, ხოლო ოპოზიციას — 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ამჟამად საქართველოს პარლამენტში 150-დან 73 დეპუტატი მაჟორიტარული წესითაა არჩეული.

„უმრავლესობამ და ოპოზიციამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. ეს საკითხი პოლიტიკურ გარემოში მუდმივად დაძაბულობის წყარო იყო. ამიტომ ყველა პოლიტიკურ ძალას კომპრომისისკენ მოვუწოდებთ ახლა, რათა თავიდან იქნას აცილებული ამ საკითხებთან დაბრუნება 2020 წლის არჩევნების მზადებისას“, — ნათქვამია განცხადებაში.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ასევე მოუწოდებენ პოლიტიკოსებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისა და გამოთქმისგან, რომელიც, შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს დემოკრატიულ პროცესებსა და საზოგადოების ნდობაზე.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ბორის ცილევიჩი და ჩერსტინ ლუნდგრენი საქართველოში გასულ კვირაში იმყოფებოდნენ. მათ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს. შემდეგი ვიზიტი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ, ანუ 8 ივნისის შემდეგ იგეგმება.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტში მოსახვედრად ოპოზიცია სხვადასხვა გზას ეძებს

დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი, დაუჭერს თუ არა მხარს საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციაში შესწორებებს არჩევნების შერეული სისტემის (მაჟორიტარული და პროპორციული) გაუქმების შესახებ. კენჭისყრა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტის ორ ვარიანტზე გაიმართება.

შესწორებების ჩავარდნის შემთხვევისთვის ოპოზიციამ სათადარიგო ვარიანტი მოამზადა. მათ აღნიშნეს, რომ მზად არიან მაჟორიტარების ინსტიტუტი შენარჩუნდეს, თუ საარჩევნო ოლქებში დეპუტატობის კანდიდატები პარტიების წარმომადგენლები იქნებიან.

მოქმედი სისტემის თანახმად, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენა შეუძლიათ როგორც პარტიებს, ისე მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებს.

ყველა ახალი ამბავი
0