საქართველოს პარლამენტში მოსახვედრად ოპოზიცია სხვადასხვა გზას ეძებს

© video: Sputnik / Александр Имедашвилиსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციამ სათადარიგო ვარიანტი მოამზადა იმ შემთხვევისთვის, თუ პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესატანი შესწორებები ჩავარდება.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ქართული პოლიტიკა პარადოქსებითაა სავსე — საპარლამენტო არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე უცნობია წინასაარჩევნო რბოლის დაწყების დროც და ისიც, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - Sputnik საქართველო
ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო სიას მაისის შუა რიცხვებში გამოაქვეყნებს

საქართველოს პრეზიდენტმა, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციები გადაწყვიტა. თუმცა შეხვედრაზე თავად პრეზიდენტი არ მივიდა და ეს საქმე თავის მრჩევლებს გადააბარა.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას არჩევნების ჩატარების წესების ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციები გააცნეს. ისინი თვლიან, რომ ამჟამინდელი საარჩევნო სისტემა ხელისუფლების ოპონენტებს პარლამენტში მოხვედრაში ხელს შეუშლის.

შესწორებები შესწორებების ნაცვლად

მომავალ კვირაში გახდება ცნობილი, დაუჭერს თუ არა ქვეყნის პარლამენტი მხარს საქართველოს კონსტიტუციაში შერეული საარჩევნო სისტემის გაუქმების შესახებ შესწორებებს. უკვე ცხადია, რომ ოპოზიცია მაჟორიტარი დეპუტატების ინსტიტუტის გაუქმებას 2016 წლის არჩევნების შემდეგ მხარს არ დაუჭერს, როგორც ამას ხელისუფლება ვარაუდობს, ხოლო ხელისუფლება მოქმედი სისტემის ამ არჩევნებისთვის გაუქმებას არ ეთანხმება.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
პრემიერ-მინისტრი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიას უხელმძღვანელებს

შესწორებების შეტანის ჩავარდნის შემთხვევისთვის ოპოზიციამ სათადარიგო ვარიანტი მოამზადა. მათ აღნიშნეს, რომ თანახმა იქნებიან, შენარჩუნდეს მაჟორიტარების ინსტიტუტი, თუ დეპუტატობის კანდიდატები საარჩევნო ოლქებში პარტიების წარმომადგენლები იქნებიან.

ამჟამად არსებული სისტემით მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ როგორც პარტიებს, ისე მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებს.

ეს შესწორებები კონსტიტუციის ცვლილებებს არ საჭიროებს, შესაბამისად, მათი მიღებისთვის პარლამენტში აუცილებელია არა საკონსტიტუციო უმრავლესობა (113), არამედ სულ 76 ხმა.

ახალ იდეას მხარი ყველა ოპოზიციონერმა დეპუტატმა და „რესპუბლიკელების“ ფრაქციამ დაუჭირა, რომელიც ჯერჯერობით კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შედის. მათი ხმები ერთად (78) საკმარისი იქნება შესწორებების დასამტკიცებლად.

აღსანიშნავია, რომ არჩევნებში მონაწილეობა მმართველი კოალიციის ყველა წევრმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გადაწყვიტა.

მოულოდნელი დანაკარგები

არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოკითხვა: არჩევნებზე „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის შანსები თანაბარია

სანამ დეპუტატები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დავობენ, მთავარ ოპოზიციურ პარტიაში ვნებები ღვივდება. გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოულოდნელად ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დატოვა, რომელიც წინა ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტის — იუსტიციის სახლების ავტორია.

ვაშაძემ თანამოაზრეებს „კაბინეტურ მმართველობაში“ დასდო ბრალი. ახლა ის ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნასა და თავის გარშემო რეფორმატორების შემოკრებას გეგმავს.

მოასწრებს თუ არა ვაშაძე ოქტომბრამდე ახალი პარტიის შექმნას, ჯერჯერობით უცნობია.
ოპონენტები და ექსპერტები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილებაზე ალაპარაკდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0