გამოკითხვა: არჩევნებზე „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის შანსები თანაბარია

© FB / CEC of Georgiaარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საპარლამენტო არჩევნებზე ხმათა თითქმის თანაბარი რაოდენობის მიღება შეუძლიათ. ამასთან, მოსახლეობა ყველაზე დიდ სიმპათიას საოპერო მომღერლისა და მეცენატის პაატა ბურჭულაძის მიმართ ამჟღავნებს.

თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მისაცემად მოსახლეობის 20%-ია მზად, ხოლო ყოფილი მმართველი ძალის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ – 19%. ამაზე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სოციოლოგიური კვლევის შედეგები მეტყველებს.

რესპონდენტებს სთხოვეს პასუხის გაცემა კითხვაზე, ვის დაუჭერდნენ მხარს, საპარლამენტო არჩევნები რომ უახლოეს კვირა დღეს ტარდებოდეს. 

თემურ შაშიაშვილი - Sputnik საქართველო
არჩევნებს იგებს დიდი ფული და არა ქართველი ხალხის ნება-სურვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას „თავისუფალ დემოკრატები“ გამოკითხულთა 13%-მა აირჩია, ლეიბორისტული პარტია – 8%-მა, „პატრიოტთა ალიანსი“ – 4%-მა, ხოლო ნინო ბურჯანაძის „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ – 3%-მა.

საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია „ქართული ოცნების“ სუბიექტების დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ ცნობილი 31 მარტს გახდა, გამოკითხვა კი საქართველოში 12 მარტი — 2 აპრილის პერიოდში ჩაატარეს.

რაც შეეხება მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებს, რესპონდენტთა 15% დარწმუნებულია, რომ ნაციონალურ მოძრაობას სხვებზე უკეთ შეუძლია აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა. ამ საკითხში „ქართულ ოცნებას“ უპირატესობა გამოკითხულთა 13%-მა, ხოლო „თავისუფალ დემოკრატებს“ – 5%-მა მიანიჭა.

კითხვაზე, ვის არ მისცემთ ხმას არასდროს, პასუხად „ქართული ოცნება“ დაასახელა რესპონდენტთა 31%-მა, ნაცმროძრაობა — 25%-მა, ხოლო „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ – 10%-მა.

გამოკითხულთა 56% დარწმუნებულია, რომ არჩევნებზე ხმის მისაცემად წავა, ნაწილობრივ დარწმუნებულია 31%.

რაც შეეხება პოლიტიკოსთა და საზოგადო მოღვაწეთა სიმპათიის რეიტინგს, აქ მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერალი და მეცენატი პაატა ბურჭულაძე ლიდერობს, რომელმაც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ფონდი“ დააარსა. ის გამოკითხულთა 75%-ს მოსწონს.

რეიტინგის მეორე ადგილზეა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო (64%). 

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
უსუფაშვილი: საქართველოს მოსახლეობა არჩევნებზე აქტიური იქნება

ხუთეულში შედიან ირაკლი ალასანია (60%), პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი (60%) და პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი (56%).

შემდეგ მოდის ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე (54%).

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება.

კვლევის ფარგლებში IRI-მ 18 წელს ზევით ასაკის 1,5 ათასი საქართველოში მუდმივად მცხოვრები ადამიანი გამოკითხა. ცდომილება დაახლოებით 2,5%-ია.

კვლევა დააფინანსა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID).


ყველა ახალი ამბავი
0