უსუფაშვილი: საქართველოს მოსახლეობა არჩევნებზე აქტიური იქნება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
NDI-ს შეკითხვას, ხვალ რომ არჩევნები იყოს, წახვიდოდით თუ არა ხმის მისაცემად, დადებითად უპასუხა რესპონდენტთა 66%-მა, ხოლო უარყოფითად — 34%-მა.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ მოსახლეობა საპარლამენტო არჩევნების მიმართ დიდ ინტერესს გამოავლენს.

ასეთი კომენტარი გააკეთა უსუფაშვილმა აშშ-ის ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვის შედეგების თაობაზე.

ქართული ოცნების მომხრეები - Sputnik საქართველო
NDI: “ქართულ ოცნებას“ ხმას 15% აძლევს, ხოლო ენმ-ს - 13%

NDI–ს შეკითხვას, ხვალ რომ არჩევნები იყოს, წახვიდოდით თუ არა ხმის მისაცემად, დადებითად უპასუხა რესპონდენტთა 66%-მა, ხოლო უარყოფითად — 34%-მა.

„საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის მონაწილეობის მაჩვენებელი საქართველოში არის ერთ–ერთი ყველაზე უფრო მაღალი მსოფლიო საპარლამენტო არჩევნებს შორის… მოსახლეობის ინტერესი პარლამენტისადმი, საპარლამენტო არჩევნებისადმი საქართველოში იყო მაღალი, არის მაღალი და იქნება მაღალი“, — განაცხადა უსუფაშვილმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.

საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0