NDI: “ქართულ ოცნებას“ ხმას 15% აძლევს, ხოლო ენმ-ს - 13%

© photo: Sputnik / Mikhail Mokrushin"ქართული ოცნების" მომხრეები
ქართული ოცნების მომხრეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
უმრავლესობას ჯერ გადაწყვეტილი არა აქვს, ვის მისცემს ხმას.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. მოსახლეობის 15% მზადაა, მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მისცეს ხმა, ხოლო 13% — „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. ამაზე აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვა მეტყველებს.

ირაკლი ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებს“ ხმას გამოკითხულთა 6% აძლევს, „ლეიბორისტულ პარტიას — 4%, „პატრიოტთა ალიანსს“ – 3%, ყველა დანარჩენ პარტიას — 3%.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
NDI-ს გამოკითხვა: საქართველოს პრემიერი ყველაზე კარგად მუშაობს

კითხვაზე „რომელ პარტიას ან გაერთიანებას მისცემთ ხმას, ხვალ რომ არჩევნები იყოს?“ პასუხი ვერ გასცა რესპონდენტთა 38%-მა. პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა 12%-მა, ხოლო 6% არც ერთი პარტიისთვის არ აპირებს ხმის მიცემას.

მორიგი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება.

გამოკითხვა კვლევის „საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 23 თებერვლიდან 14 მარტის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.

კვლევის დროს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე პირდაპირი ინტერვიუს სახით გამოიკითხა 3 900 ადამიანი. ცდომილება 1,6%-ია.

ყველა ახალი ამბავი
0