NDI-ს გამოკითხვა: საქართველოს პრემიერი ყველაზე კარგად მუშაობს

© facebook.com/GeorgianGovernmentგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე კარგად საქართველოში მუშაობენ პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და პრეზიდენტი, მიიჩნევენ NDI-ს რესპონდენტები.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მეტად ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მუშაობით არის კმაყოფილი, ამაზე აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვა მეტყველებს.

გამოკითხვა კვლევის „საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 23 თებერვლიდან 14 მარტის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. პრეზენტაცია ოთხშაბათს გაიმართა.

თბილისი - Sputnik საქართველო
NDI: საქართველოს მოსახლეობის 66% უკმაყოფილოა ეკონომიკური მდგომარეობით

კვირიკაშვილის საქმიანობა გამოკითხულთა 4%-მა შეაფასა, როგორც ძალიან კარგი. 23% მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრი კარგად მუშაობს, 42% — საშუალოდ, 5% — ცუდად, 1% — ძალიან ცუდად.
მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე. მისი საქმიანობის შეფასებისას რესპონდენტებმა შემდეგნაირად უპასუხეს: ძალიან კარგად — 7%, კარგად — 27%, — საშუალოდ — 35%, ცუდად — 12%, ძალიან ცუდად — 3%.

მესამე პოზიციაზეა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. რესპონდენტთა 3% მიიჩნევს, რომ ის ძალიან კარგად მუშაობს, 24% მიიჩნევს, რომ კარგად მუშაობს, 50% — საშუალოდ, 12% — ცუდად და 1% — ძალიან ცუდად.

ლიდერთა ხუთეულში არიან ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე.

კვლევის დროს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე პირდაპირი ინტერვიუს სახით გამოიკითხა 3 900 ადამიანი. ცდომილება 1,6%-ია.

ყველა ახალი ამბავი
0