არჩევნებს იგებს დიდი ფული და არა ქართველი ხალხის ნება-სურვილი

© თ. ჩიქვანაიათემურ შაშიაშვილი
თემურ შაშიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამ თვეში წინასაარჩენო მარათონი დაიწყება. აპირებს თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას და რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ პარტია „თეთრები“. თავის მოსაზრებებს Spitnik-ს პარტიის თავმჯდომარე თემურ შაშიაშვილი უზიარებს.

– ბატონო თემურ დაარღვევთ ტრადიციას და მონაწილეობას მიიღებთ არჩევნებში?

– სავარაუდოდ მონაწილეობას მივიღებთ. თუმცა, ამთავითვე უნდა ვთქვა, რომ წინასაარჩევნო ვითარება სუბიექტური და არათანაბარია. დავიწყოთ იმით, რომ 8 ოქტომბერს არჩევნების დანიშვნა არასწორია და არ მგონია ეს ტექნიკური ხარვეზი იყოს. ჯერ კიდევ 1990 წელს, როდესაც ასევე ოქტომბრის დასაწყისში დაინიშნა არჩევნები, ამას დიდი ვნებათაღელა მოჰყვა და მაშინ ზვიად გამსახურდიამ და ქართველმა ხალხმა კომუნისტური ხელისუფლება აიძულეს თარიღი თვის ბოლოსკენ გადაეწიათ. მეორე ფაქტორია წინასასტარტო პირობები. წარმოიდგინეთ, რომ გასაქცევი გაქვთ 200 მეტრიანი დისტანცია და ვიღაცას 100 მეტრი უკვე გავლილი აქვს…

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
უსუფაშვილი: საქართველოს მოსახლეობა არჩევნებზე აქტიური იქნება

– უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობთ?

– მხედველობაში მაქვს კვალიფიცირებული სუბიექტების მდგომარეობა. მათ ექნებათ, ფული, გარანტირებული საეთერო დრო და შესაბამისად დანარჩენებზე გაცილებით უკეთესი მდგომარეობა. ნუთუ არასდროს დადგება საქართველოში დრო, როცა არჩევნებს მოიგებს არა დიდი ფული, არამედ ქართველი ხალხის ნება და სურვილი.

– გამოსავალს თუ ხედავთ შექმნილი ვითარებიდან?

– ბიძინა ივანიშვილმა ერთი კარგი სვლა უკვე გააკეთა, როცა კოალიცია დაშალა (თუ ამის უკან სხვა რამე არ იმალება), ახლა თუ გამოვა და იტყვის, რომ საჭიროა ყველა სუბიექტს ჰქონდეს თანაბარი პირობები და ამის უზრუნველყოფასაც მოახერხებს, მაშინ ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვებს რეალურად ხალხზე და საქართველოს მომავალზე ორიენტირებული პარტია.

მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნების თარიღის დამტკიცების საკითხს მთავრობა განიხილავს

– წეღან ახსენეთ კოალიციის დაშლის უკან შესაძლოა რამე იმალებოდესო, რას გულისხმობდით?

– შესაძლოა, „ქართული ოცნება“ მიხვდა, რომ ამ შემადგენლობით ხალხის ნდობას ვერ მოიპოვებდა და დროებით ჩამოიცილა რესპუბლიკელები და ეროვნული ფორუმი, სამაგიეროდ სასათბურე პირობებში მოაქცია და ბარიერის გადალახვის შემდეგ ისევ გაერთიანდებიან. საერთოდაც მინდა ამ კოალიციაზე ვთქვა ორი სიტყვა – არსად მსოფლიოში კოალიცია არჩევნებამდე არ დგება, მხოლოდ არჩევნებში გამარჯვებული სუბიექტები ერთიანდებიან. ჩვენთანა ამანაც მახინჯი ფორმა მიიღო.

– პარტია „თეთრები“ რას პირდება ქართველ ამომრჩეველს?

– ჩვენ  არ ვართ ქუჩიდან მოსული პარტია და სერიოზულ ინტელექტუალურ ძალას წარმოვადგენთ. ახლა მოდაშია პარტიების პრორუსულად და პროდასავლურად დაყოფა, თუმცა ყველა გაიძახის ჩვენ პროქართული ძალა ვართო. თამამად შემიძლია ვთქვა, პირადად მე ჯერ კიდევ 1993 წელს მქონდა სერიოზული შემოთავაზება ამერიკაში ყოფნისას, რომ პროდასავლური კურსი ამერჩია. თუმცა ჩემთვის მსგავსი ტიპის დაყოფა მიუღებელია. პარტია „თეთრები“ არის ქართული პოლიტიკის გამტარებელი, რომელიც გულისხმობს კეთილმეზობლურ დამოკიდებულებას როგორც ევროპა-ამერიკასთან, ისე რუსეთთან.

თამაზ ჩიქვანაია


ყველა ახალი ამბავი
0