თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. გერმანიის სამთავრობო წრეებში სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება ევროკავშირის გეგმის გამო გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოსათის. გერმანელები უფრთხიან ქართულ „ქურდულ ბანდებს“ და მიგრანტების ტალღას — იტყობინება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა Die Welt- ზე დაყრდნობით.
გამოცემის მონაცემებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში დახურულ შეხვედრაზე თავისი შეშფოთება გამოხატა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა. კერძოდ მან ახსენა უცხოური კრიმინალური დაჯგუფებების მოქმედებისა და ძარცვების გაზრდილი რიცხვი.
გერმანელ სამართალდამცავებს განსაკუთრებულად ბევრ პრობლემებს უქმნიან მძარცველები საქართველოდან, აღნიშნა მან. ორგანიზებული დანაშაული ამ ქვეყნისათვის სერიოზულ პრობლემად იქცა, განაცხადეს სამთავრობო წყაროებმა ბერლინში.
ამრიგად გერმანია აპირებს მხარი დაუჭიროს სპეციალურ შესწორებებს, რომლითაც უვიზო რეჟიმი ცალკეული — ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის უკან იქნება გაწვეული. ამ იდეას მხარს უჭერენ ფრანგებიც.
ამის გამო ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები იძულებულნი არიან გადაუხვიონ გეგმიდან და უვიზო რეჟიმს მწვანე შუქი არ აუნთონ.
Die Welt აღნიშნავს, რომ ეს საკითხი ცხადია უკმაყოფილებას გამოიწვევს ბრიუსელში, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
ბერლინიც ვიზების ეტაპობრივი მოხსნის მომხრეა.
„მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისია ამჯობინებს დაუყოვნებლივ მისცეს უვიზო რეჟიმი საქართველოს, უკრაინას, კოსოვოსა და თურქეთს, გერმანიის ფედერალური მთავრობა ეტაპობრივი პროცესის მომხრეა. გარდა ამისა, ამ პროცესს წინ უნდა უსწრებდეს სპეციალური შესწორება კანონმდებლობაში — ცალკეული ქვეყნებისათვის უვიზო რეჟიმის უკან გაწვევის შესახებ“, — განმარტავს Die Welt ბერლინის პოზიციას.
ამ სიტუაციაში გერმანიის მთავარი არგუმენტი მისი მოქალაქეების კეთილდღეობაა. უვიზო რეჟიმი მათ კარგს არაფერს უქადის, აღნიშნავს გამოცემა.
ბევრი გერმანელი პოლიტიკოსი ვიზების გაუქმების წინააღმდეგია, კერძოდ გერმანიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი პერ შტაინბრიუკი.
„მანამ სანამ პრობლემები არ გადაწყდება ევროზონის შიგნით, დევნილთა კრიზისი არ იქნება აყვანილი კონტროლზე, ხოლო რუსეთი და ევროპა მოლაპარაკებების მიღწევის საიმედო ხერხს არ მიაგნებენ, მე პირველ რიგში მხარს ვუჭერ მორატორიუმს სავალუტო კავშირთან მიერთებაზე, მეორე- წინააღმდეგი ვარ ევროკავშირის გაფართოების, მესამე — წინააღმდეგი ვარ ნატოში ახალი წევრების მიღების <…>, მეოთხე, წინააღმდეგი ვარ სავიზო რეჟიმის გაუქმების იმ ქვეყნებთან, რომლებზეც მიდის საუბარი“, — განაცხადა მან.