გერმანიამ შეიძლება საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარი აღარ მისცეს

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიგერმანიისა და ევროკავშირის დროშა
გერმანიისა და ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავარიის მთავრობის ინიციატივით, უსაფრთხო ქვეყნების სიაში ასევე მოხვდება სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა და კიდევ რამდენიმე ქვეყანა.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ბავარიის მთავრობამ  გერმანიის ფედერალური მიწების პარლამენტში ე.წ. ბუნდესრატში განცხადება გააგზავნა, რომლითაც მოუწოდებს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანოს, იუწყება „ინტერპრესნიუსი“

თბილისი - Sputnik საქართველო
FreedomHouse-ის ვერსიით საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ბავარიის პრემიერ-მინისტრმა ჰორსტ ზააჰოფერმა ბერლინშიც გააკეთა. ბავარიის მტავრობის ეს ინიციატივა გულისხმობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში თავშესაფარს არარ მისცემენ, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად იქნება აღიარებული.

ბავარიის მთავრობის ინიციატივით, უსაფრთხო ქვეყნების სიაში ასევე მოხვდება სომხეთი, უკრაინა, მოლდოვა და კიდევ რამდენიმე ქვეყანა.


ყველა ახალი ამბავი
0