თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. ამერიკული ორგანიზაცია FreedomHouse-ის რეიტინგის „თავისუფლება მსოფლიოში 2016“ მიხედვით, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა. გასული წლების რეიტინგების თანახმად, საქართველო ამ სტატუსს 1998 წლიდან ინარჩუნებს, იღებს მაღალ ქულებს შეფასების მთავარ კრიტერიუმებში — თავისუფლება, ადამიანის თავისუფლება და პოლიტიკური უფლება.
ახალი ანგარიშის მიხედვით, საქართველომ 100-დან 64 ქულა მიიღო და რეგიონში თავის ყველა მეზობელს გაუსწრო — თურქეთს (53 ქულა), სომხეთს (46 ქულა), აზერბაიჯანსა (16 ქულა) და რუსეთს (22 ქულა).
ამასთან, ყველა მთავარ კრიტერიუმში ქვეყანამ სამ-სამი ქულა აიღო.
რეიტინგის თანახმად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი მხოლოდ ლატვიას, ლიტვასა და ესტონეთს აქვთ. ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სტატუსი აქვთ უკრაინას, მოლდოვასა და ყირგიზეთს.
თავისუფლების დონით რეიტინგის სათავეში არიან ნორვეგია, შვედეთი და ფინეთი — მათ ქულათა მაქსიმალური რაოდენობა მიიღეს.
ყველაზე ნაკლები თავისუფლება აქვთ სირიის, სომალის, ჩრდილოეთ კორეის, უზბეკეთის მოქალაქეებს.