გერმანიამ საქართველო, შესაძლოა, „უსაფრთხო ქვეყნების“ ჩამონათვალში შეიყვანოს

© МВД Грузииგიორგი მღებრიშვილი
გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ საქართველოს „უსაფრთხო ქვეყნის“ სტატუსს მიანიჭებენ, მისი მოქალაქეები გერმანიაში თავშესაფარს ვეღარ მიიღებენ.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. გერმანიაში აქტიურად განიხილება საქართველოსთვის „უსაფრთხო ქვეყნის“ სტატუსის მინიჭების საკითხი, იუწყება საქართველოს შს სამინისტროს პრეს-სამსახური.

ქვეყნისთვის „უსაფრთხოს“ სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, მისი მოქალაქეები გერმანიაში თავშესაფრის მიღების შანსს დაკარგავენ. იმის თაობაზე, რომ საქართველომ შესაძლოა მიიღოს ეს სტატუსი, საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილისა და გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრ თომას დე მეზიერის (Thomas de Maiziere) შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

გიორგი მღებრიშვილი გერმანიაში - Sputnik საქართველო
მინისტრი: ქართველი კრიმინალები გერმანიისთვის პრობლემად რჩებიან

მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა ჩვენს სურვილს ფედერალური მიწების სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ და აღნიშნა, რომ მიესალმება გერმანიის მიერ საქართველოს „უსაფრთხო ქვეყნად“ განხილვის ფაქტს“, — აცხადებს მღებრიშვილი უწყების საიტზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

ქვეყანა უსაფრთხოდ მიიჩნევა, თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ მომხდარა დევნა და რეპრესიები, როგორც ეს ჟენევის კონვენციითა განსაზღვრული, და იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს უკან, სამშობლოში დააბრუნებენ, იქ მას რეალური საფრთხე არ დაემუქრება.

გიორგი მღებრიშვილი 29 მარტს გაემგზავრა სამუშაო ვიზიტით საფრანგეთსა და გერმანიაში.

საქართველოს შს მინისტრის ვიზიტი 6 აპრილს დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0