უებარი ხერხი Green Card-ის მისაღებად — ნამდვილი ამბავი

CC BY 2.0 / mickamroch / Green cards 02ამერიკული "მწვანე ბარათი"
ამერიკული მწვანე ბარათი - Sputnik საქართველო
გამოწერა

ისტორია, რომელსაც ქვემით გიამბობთ, ერთმა ნაცნობმა მომიყვა. საქმე მის ახლო მეგობარსა და მის მეუღლეს ეხება, რომელთა სახელები, სამწუხაროდ, არ მახსოვს. თუმცა ეს სულაც არ არის მთავარი.

მოკლედ, ახალგაზრდა კაცმა, რომელიც ამერიკაში კარგა ხნის წინ წავიდა და რომელსაც უკვე ჰქონდა მიღებული ქვეყნის მოქალაქეობა, იქვე მუშაობდა და ცხოვრებაც, როგორც იტყვიან, აწყობილი ჰქონდა, ერთ მშვენიერ დღეს სტუდენტი თანამემამულე გოგონა გაიცნო. ერთმანეთი შეუყვარდათ და სამუდამოდ ერთად ყოფნა გადაწყვიტეს.

წითელი ფერის ჭიქა - Sputnik საქართველო
„აუხსნელი“, უცნაური და ლამის სასწაულებრივი შემთხვევა რედაქციაში

მაგრამ თანდათან მოახლოვდა დღე, როდესაც სტუდენტურ ვიზას ვადა საბოლოოდ ამოეწურებოდა და იმისათვის, რომ სამუდამოთი შეეცვალათ, წყვილს საემიგრაციო კომისიაში გასაუბრება უნდა გაევლო.

ხომ იცით, ეს რასაც ნიშნავს: ცალ–ცალკე დაკითხვას, ათას მუხანათურ შეკითხვას, უამრავი წვრილმანის ქექვა–ჩხრეკას, მერე პასუხების შედარებასა და ფიქტიური ქორწინებების გამოვლენას,  რათა, ემანდ, ვინმემ მოტყუებით არ მიიღოს „გრინ კარტა“ და ქვეყანაში მოტყუებით არ დარჩეს. იმასაც ამბობენ, ისე მკაცრია ეს კონტროლი, დიდი ხნის დაქორწინებულებსაც ბევრჯერ გაძნელებიათ იმის დამტკიცება, რომ მართლა დაოჯახებულები არიან და რაღაც სულელური კბილის ჯაგრისის ფერის არცოდნის გამო „ჩაჭრილანო“.

CC BY-SA 2.0 / Wyatt Fisher / couplesსაემიგრაციო კომისიის დასარწმუნებლად სულაც არ არის საჭირო ხელიხელ ჩაკიდებული ჯდომა და წამდაუწუმ კოცნა
საემიგრაციო კომისიის დასარწმუნებლად სულაც არ არის საჭირო ხელიხელ ჩაკიდებული ჯდომა და წამდაუწუმ კოცნა - Sputnik საქართველო
საემიგრაციო კომისიის დასარწმუნებლად სულაც არ არის საჭირო ხელიხელ ჩაკიდებული ჯდომა და წამდაუწუმ კოცნა

ამ წყვილის კავშირიც ნამდვილი იყო — მართლა უყვარდათ ერთმანეთი და ქორწინებაც ნაღდი იყო. ამის ერთი მტკიცებულება უკვე სკოლაში დადიოდა, მეორე კი, ჰა და ჰა, მოევლინებოდა ქვეყანას. მაგრამ არსებობდა პრობლემა, კერძოდ: იმ მომენტისთვის წყვილი ცალ–ცალკე ცხოვრობდა. ქმარი სხვა ქალაქში მუშაობდა, ცოლი კი სხვაში ამთავრებდა უნივერსიტეტს და ამიტომ იშვიათად ნახულობდნენ ერთმანეთს. მოკლედ რომ ვთქვათ, ერთმანეთის ყოფიდან უკვე ბევრი  წვრილმანი არ იცოდნენ, ანუ ქმარმა არ იცოდა, რა ფერის თეთრეულში იწვა ცოლი, ცოლს კი წარმოდგენა არ ჰქონდა, რომელ საპონს ხმარობდა ქმარი.

სხვა რა გზა ჰქონდათ, ადგნენ და ამ წვრილმანების დაზეპირებას შეუდგნენ. არანორმალურად ნერვიულობდნენ, შეცდომისა ეშინოდათ.

არჩილ მეგრელიშვილი - Sputnik საქართველო
რა სურს ქართველს, რომელიც ამერიკის პრესტიჟულ უმაღლესში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა?

ჰოდა, ამ „ზუბრიაჩკობაში“ რომ იყვნენ, კაცი ერთ გაზეთში სრულიად შემთხვევით გადააწყდა ძალიან, ძალიან საინტერესო განცხადებას. ვიღაც წერდა, გასწავლით, როგორ გაიაროთ „გრინ კარტაზე“ გასაუბრება ისე, რომ ასი პროცენტით აიღოთო, თანაც საფასურს მხოლოდ პოსტფაქტუმ ითხოვდა, ანუ მას შემდეგ, რაც მსურველს მწვანე ბარათი ხელში ეჭირებოდა.

კაცმა მითითებულ ნომერზე დარეკა, შეხვედრა შეათანხმა და მივიდა. პაწაწინა ოთახში, რომლის აბრიდანაც ამაყად იმზირებოდა წარწერა „ნოტარიუსი“, ასაკოვანი ებრაელი მამაკაცი დახვდა. მან ყურადღებით მოუსმინა სტუმარს და უთხრა:

— იცით, ყმაწვილო, ყველა ის შეკითხვა, რომელსაც საემიგრაციოში დაგისვამენ, ეგ რაღაც კბილის ჯაგრისები და თეთრეული, სისულელეა და მეტი არაფერი. მთავარი მოსაცდელი ოთახია. იქ ყველგან კამერებია დამონტაჟებული და ჩინოვნიკები ყურადღებით აკვირდებიან, ვინ როგორ იქცევა, როცა ჰგონიათ, რომ არავინ ხედავს. გასაუბრებაზე რომ შეყავთ კაცი, უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი აქვთ, უკვე იციან, ფიქტიურია წყვილის ქორწინება თუ ნამდვილი.

მსოფლიო კინემატოგრაფის ლეგენდა ჩარლი ჩაპლინი - Sputnik საქართველო
ჩარლი ჩაპლინი: ამერიკა აღარ მჭირდება, პრეზიდენტი ქრისტეც რომ გახდეს, არ დავბრუნდები

— ანუ, ხელიხელ ჩაკიდებულები უნდა ვისხდეთ და წამდაუწუმ ვკოცნოთ ერთმანეთს?— ჰკითხა ვიზიტორმა.

— აააარა, ეგ ძალიან იაფფასიანი ტრიუკია, სხვა რამე მოიფიქრე, უფრო დახვეწილი…

მოკლედ, დადგა გასაუბრების დღე. ჩვენი წყვილი ჰოლში შევიდა და გამოძახების მოლოდინში სკამებზე ჩამოჯდა. ცოტა ხანში ქალმა ქმარს შეხედა, დაკვირვებით შეათვალიერა, მერე ააყენა, ფანჯარასთან მიყვანა, ჩანთიდან ცხვირსახოცი ამოიღო, საკუთარი ნერწყვით დაასველა და „დასვრილი“ ლოყა გაუწმინდა…

ერთი შეკითხვაც აღარ დაუსვამთ, ისე მისცეს მწვანე ბარათი.

ყველა ახალი ამბავი
0