ჩარლი ჩაპლინი: ამერიკა აღარ მჭირდება, პრეზიდენტი ქრისტეც რომ გახდეს, არ დავბრუნდები

მსოფლიო კინემატოგრაფის ლეგენდა ჩარლი ჩაპლინი
მსოფლიო კინემატოგრაფის ლეგენდა ჩარლი ჩაპლინი - Sputnik საქართველო
გამოწერა

ამ პატარა ტანის, ხელჯოხიან და ქვაბურაქუდიან კაცს, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობდა, არც სიცოცხლეში აკლდა სკანდალები და არც სიკვდილის შემდეგ დაკლებია შემზარავი თავგადასავალი.

დაახლოებით 30 წლის წინ მსოფლიო პრესა, მათ შორის საბჭოურიც, იუწყებოდა, რომ მძარცველებმა ჩარლი ჩაპლინის საფლავი გათხარეს და ცხედარი გაიტაცეს. ოჯახი შოკში ჩავარდა. გამტაცებლებმა გამოსასყიდის სახით 100 ათასი დოლარი მოითხოვეს, რაც მაშინ კარგა მოზრდილ თანხად მიიჩნეოდა. პოლიციამ ოჯახს ურჩია, მძარცველებს თანხის გადახდაზე დათანხმებოდნენ, თავად კი ქალაქის ყველა სატელეფონო ჯიხურზე თვალთვალი დააწესეს. ცხედრის გამტაცებლები დააკავეს და მსახიობის კუბო ადგილზე დააბრუნეს. საფლავს კი ბეტონის სქელი ფენა გადაასხეს, რათა მსგავსი შემზარავი იდეა აღარავის მოსვლოდა აზრად.

ჩარლი ჩაპლინი — სასაცილო კაცუნა, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში ხშირად არ ეცინებოდა, ათას წვრილმანსა თუ მსხვილმანზე ღელავდა და განიცდიდა, რაზეც მისი გამონათქვამები მეტყველებს:

•    დედა ისეთი მხიარული და უდარდელი იყო, როგორ შეიძლებოდა ჭკუიდან შეშლილიყო? ასე მგონია, განზრახ გაგიჟდა, რომ ჩვენზე არ ეფიქრა.

•    ცხოვრება მშვენიერია — მედუზისთვისაც კი.

•    უბრალოება სულაც არ არის უბრალო საქმე.

© FL/ Celestine Chuaჩარლი ჩაპლინი — სასაცილო კაცუნა, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში ხშირად არ ეცინებოდა.
ჩარლი ჩაპლინი — სასაცილო კაცუნა, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში ხშირად არ ეცინებოდა. - Sputnik საქართველო
ჩარლი ჩაპლინი — სასაცილო კაცუნა, რომელსაც რეალურ ცხოვრებაში ხშირად არ ეცინებოდა.

•    როცა მოხუცს უცურდება ფეხი ბანანის ქერქზე და ძირს ეცემა, არავის გვეცინება, ხოლო თუ იგივე მედიდურ, ქედმაღალ მდიდარ ჯენტლმენს ემართება — ხარხარს ვერ ვიკავებთ.

•    ფროიდისგან განსხვავებით, მე სულაც არ მგონია, რომ ადამიანის ქცევის განმსაზღვრელი ფაქტორი სექსია. მიმაჩნია, რომ სიცივე, შიმშილი და სიღატაკე ბევრად უფრო ღრმად განსაზღვრავს მის ფსიქოლოგიას.

•    ჩემი ტკივილი შეიძლება აცინებდეს ვიღაცას, მაგრამ ჩემმა სიცილმა არ შეიძლება ვინმეს ატკინოს.

•    როცა ხმოვანი კინოს ეპოქა დაიწყო, ჩემი გმირის აღსასრულის დღე დადგა: წარმოდგენა არ მქონდა, როგორი ხმა ჰქონდა მას.

•    ადამიანის ნამდვილი ხასიათი სიმთვრალეში ვლინდება.

•    სარკე ჩემი ნამდვილი მეგობარია, იმიტომ რომ როცა მე ვტირი, ის არასდროს იცინის.

•    ერთი კაცის მომკვლელი მკვლელია, ხოლო ათასისა — გმირი.

•    ამერიკა აღარაფერში მჭირდება და არასდროს დავბრუნდები იქ, თუნდაც პრეზიდენტი თვით იესო ქრისტე გახდეს.

•    პატრიოტიზმი ყველაზე დიდი სიგიჟეა, რაც კი ოდესმე სტანჯავდა სამყაროს.

•    ცხოვრება — ეს ის პიესაა, რომლის რეპეტიციასაც ვერ გაივლი. ამიტომ იმღერეთ, იტირეთ, იცეკვეთ, იცინეთ და მანამდე იცხოვრეთ სრული სისავსით, სანამ ფარდა არ დაეშვება და სცენა უაპლოდისმენტებოდ არ დასრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0