ექსპერტები: საერთაშორისო მისებში მონაწილეობა საქართველოს სჭირდება

© facebook.com/mod.gov.geქართული ჯარი, ნატოს ცენტრის გახსნა
ქართული ჯარი, ნატოს ცენტრის გახსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად საქართველოდან ნატოს-ს სამშვიდობო მისიაში ავღანეთში 850 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. „მტკიცე მხარდაჭერა“ ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთის სამთავრობო ძალების სწავლებასა და დახმარებას ითვალისწინებს.

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ევროკავშირის და ნატოს  ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედოების მონაწილეობა მათ კვალიფიკაციაზე დადებითად ისახება, თვლის პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე.

„რა თქმა უნდა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის  გარკვეული რისკის შემცვლელია, მაგრამ ამავე დროს  ეს დადებითად აისახება მათ კვალიფიკაციაზე“- მიაჩნია ნიკა ჩიტაძეს. 

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი ამაყობს უცხოურ მისიებში მოსამსახურე ქართველი ჯარისკაცებით

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილოების სასარგებლოდ მეტყველებს,  ნიკა ჩიტაძის  აზრით მისი პოლიტიკური შემადგენელია. 

„საქართველომ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით ნატოს და დასავლეთს დაუმტკიცა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში  გაწევრიანების შემთხვევაში მზად არის კოლექტიურ უსაფრთხოებაში თავისი წვლილი შეიტანოს“ —აღნიშნა პოლიტოლოგმა.  

ამჟამად საქართველოდან ნატოს-ს სამშვიდობო მისიაში ავღანეთში 850 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. „მტკიცე მხარდაჭერა“ ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთის სამთავრობო ძალების სწავლებასა და დახმარებას ითვალისწინებს. მისია აშშ–ისა და მისი მოკავშირეების საომარი სტადიის დასრულების შემდეგ, 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.

ამერიკულ–ქართული წვრთნები - Sputnik საქართველო
ქართულმა ასეულმა ”გადამწყვეტი მხარდაჭერის” მისიისთვის მომზადება გაიარა
 

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო მრჩეველთა მისიაში კი ხუთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე მსახურობს. ქართველი სამხედროები ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას 2014 წლის ივლისიდან იღებენ. 

ახლახანს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ ქვეყნის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველი სამხედროების წვლილის გაზრდა ურჩია 

ნიკა ჩიტაძე დარწმუნებულია, რომ ეს საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებზე დადებით ასახვას ჰპოვებს. 

„იქიდან გამომდინარე რომ საქართველო ესწრაფვის გრძელვადიან პერსპექტივაში გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, აუცილებელია თანამშრომლობის განვითარება უსაფრთხოების სფეროშიც“, — მიიჩნევს პოლიტოლოგი. 

"მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე თვლის, რომ საქართველოს კვოტა სამშვიდობო მისიებში ქვეყნის მოსახლეობის საერთო რაოდენობის ადეკვატური უნდა იყოს.

ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
ცენტრალური აფრიკის მისიაში ქართველ სამხედროთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს
 

 „საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა არის ჩვენი ჯარისკაცებისთვის გამოცდილების მიღების შესაძლებლობა და სხვათა შორის, არც რისკი არ არის იმაზე მაღალი, ვიდრე მათი საქართველოში ყოფნის დროს იქნებოდა. რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანას ეს ნამდვილად წაადგება, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ კვოტის ზრდა პროპორციულად და ზომიერად  მოხდება და არა ისეთ აბსურდულ ფორმებში როგორც ეს ექსპრეზიდენტ  სააკაშვილის დროს იყო“- აღნიშნა პეტრე მამრაძემ. 

ექსპერტის თქმით, წინა ხელისუფლების დროს საქართველოს ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში იმაზე მეტ ჯარისკაცს აგზავნიდა, ვიდრე იგივე ნატოს წევრი ჩეხეთი და თუ მაგალითისთვის ის წარმოდგენილი იყო 100 სამხედრო მოსამსახურით, ჩვენი ქვეყნიდან მისიაში გაგზავნილები რაოდენობა 1000 უტოლდებოდა.  

„რა თქმა უნდა მცირე სახელმწიფოს სჭირდება თავისი წვლილის შეტანა საერთაშორისო უსაფრთხოებაში, ვინაიდან ასეთ პატარა ქვეყანას დამოუკიდებლად თავის დაცვა არ შეუძლია. საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილი კი დიდი ოჯახის წევრობას და მისი დაცვის ქვეშ ყოფნას ნიშნავს“ —აღნიშნა პეტრე მამრაძემ. 

სამშვიდობო მისიებში მოვალეობის შესრულების დროს  საქართველოდან 31  სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

ყველა ახალი ამბავი
0