ცენტრალური აფრიკის მისიაში ქართველ სამხედროთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliქართველი სამხედროები
ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად ქართველი სამშვიდობოების ძირითად ამოცანას წარმოადგენს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩასული ევროპის მაღალჩინისნების დაცვა და მათი ესკორტირება.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ ქვეყნის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველი სამხედროების წვლილის გაზრდა ურჩია, რის შესახებაც ცნობილი გახდა საქართველოს უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომის შედეგებიდან.

ამჟამად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო მრჩეველთა მისიაში ხუთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე მსახურობს.

„უშიშროების საბჭომ საქართველოს პრეზიდენტს მისცა რეკომენდაცია, რომ პარლამენტს წარუდგინოს ცენტრალურ აფრიკაში საქართველოს კონტინგენტის ოცეულით გაზრდის საკითხი. დღეს ცენტრალურ აფრიკაში 5 სამხედრო მოსამსახურე გვყავს და ლაპარაკია ოცეულზე", — განაცხადა იმერლიშვილმა. 

მას იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი და პარლამენტი უშიშროების საბჭოს რეკომენდაციებს ყურად იღებენ.

თინა ხიდაშელი - Sputnik საქართველო
თინა ხიდაშელს ცენტრალურ აფრიკის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის იმედი აქვს

ქართველი სამხედროები ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას 2014 წლის ივლისიდან იღებენ. ცარ-ში ევროკავშირის მისიამ სტარტი 2014 წლის თებერვალში აიღო.

გაეროს უსაფრთხოების საბჭომ აპრილში მიიღო გადაწყვეტილება ცარ-ში 12 ათასი მშვიდობისმყოფელის განთავსების შესახებ. მათი ამოცანაა ფიზიკური ძალადობისგან სამოქალაქო მოსახლეობის დაცვა, ცარ-ის გარდამავალი მთავრობის მხარდაჭერა სახელმწიფო ხელისუფლების შენარჩუნებისა და ბანდფორმირებების განიარაღების კუთხით, არჩევნებისათვის მზადებაში დახმარება და გაჭირვებულთა ჰუმანიტარული დახმარება.

სიტუაცია ცარ-ში  2013 წლის დეკემბერში გამწვავდა, როდესაც ბანგიში შეტაკებები მოხდა ისლამური დაჯგუფების „სელეკას“ ბოევიკებსა და მათ მოწინააღმდეგე მეამბოხე-ქრისტიანებს შორის. გაეროს მონაცემებით, კონფლიქტის პერიოდში მილიონამდე ადამიანმა თავისი სახლები დატოვა, ათასზე მეტი დაიღუპა.

 

ყველა ახალი ამბავი
0