თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველი სამხედროების მიერ ამ ქვეყანაში მცირეწლოვანებზე შესაძლო ძალადობის ფაქტების გამოძიების ფორმატში საქართველოდან სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფი გაემგზავრება, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.
ეგრეთ წოდებულმა დაზარალებულებმა, ჯერ კიდევ 2014 წელს მოუთხრეს გაეროს წარმომადგენლებს გაუპატიურებებზე, რომლის მსხვერპლნიც ისინი გახდნენ უცხოელი სამხედროების მხრიდან, ამასთან სამმა მათგანმა ქართველ სამხედროებზე მიუთითა. ეს ინფორმაცია 29 იანვარს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ზეიდ რად ალ ჰუსეინმა (Zeid Ra’ad Al Hussein) გაავრცელა.
თავდაცვის სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა — ბრიუსელში ევროპელ სარდლობასთან შეხვედრებთან ერთად, ფრანგულ მხარესთან კონსულტაციები გაიარა და ასევე ყველაზე ის საარქივო დოკუმენტი შეიწავლა, რომელიც ბრიუსელში ინახება, განაცხადა ხიდაშელმა.
„ჯგუფი უკვე დაკომპლექტებულია და ცენტრალურ აფრიკაში გასამგზავრებლად მზად არის. სურათი ჩემთვის ნათელია, უბრალოდ დაველოდოთ საქართველოში მათ დაბრუნებას. იმედი მაქვს, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა საშუალებას მოგვცემს გავესაუბროთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ბრალდება წაუყენეს ჩვენს ჯარისკაცებს“, — აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
საგამოძიებო ჯგუფი სამხედრო პირებისგან, პროკურორებისა და დამოუკიდებელი ექსპერტებისგანაა დაკომპლექტებული, აღნიშნა ხიდაშელმა.
ქართველი სამხედროები ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას 2014 წლის ივლისიდან იღებენ.