ქართველმა სამხედრომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მცხოვრებლები შანტაჟში დაადანაშაულა

© photo: Sputnikსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ გამოცემასთან ინტერვიუში ჯარისკაცმა განაცხადა, რომ ქალი მათ აშანტაჟებდა, ფულს ითხოვდა და იმუქრებოდა, რომ გაუპატიურებაში დასდებდა ბრალს.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში,  ქალაქ ბანგისთან ახლოს ლტოლვილთა ბანაკში მცხოვრებლებმა გაუპატიურების შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს, წერს გაზეთი „კვირის პალიტრა“ ქართველი სამხედრო მოსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წელს მსახურობდა. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: საქართველო თავისი ჯარისკაცებით ამაყობს
  

დაზარალებულებმა ჯერ კიდევ 2014 წელს უამბეს გაეროს წარმომადგენლებს უცხოელი სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაუპატიურების ფაქტებზე, რომელთაგან სამმა ქართველ ჯარისკაცებს დაადო ხელი. აღნიშნული ინფორმაცია 29 იანვარს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ზეიდრა ადალ ჰუსეინმა გაავრცელა.  

„ჩვენ თვალწინ ერთმა ქალმა თითქოს გონება დაკარგა. ჩვენ მაშინვე დასახმარებლად მივირბინეთ. ქალმა კი, მადლობის მაგივრად, შანტაჟირება დაგვიწყო — თუ ფულს არ მომცემთ, ვიტყვი, რომ გამაუპატიურეთო“, — განაცხადა ჯარისკაცმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, გამოძიების დამთავრებამდე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას ჩამოშორებულია ყველა ის პირი, რომელთა პირდაპირი მოვალეობაც იყო 2014 წლის ფაქტების გამოძიება. 

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო მისიაში 2014 წლის შუა პერიოდიდან მონაწილეობენ. 

ამჟამად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ხუთი ქართველი ჯარისკაცი მსახურობს. ისინი სამშვიდობო მისიის მრჩეველთა ჯგუფში არიან.


ყველა ახალი ამბავი
0